პროექტი: ,,ჩვენ გვიყვარს საქართველო" კედლის ნახატი შესრულებულია აკვარელის საღებავით.
14.10.2024
სსიპ ქალაქ თბილისის N126-ე საჯარო სკოლის მე-7-4 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენე სოფელ ხაშმში სადაც მოინახულესა რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუში სადაც გეეცნენ მისის მოღვაწეობის ისტორიას. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ყურძნის კრეფისა და ღვინის მიღების ტექნოლოგიებს.
01.11.2024
გასვლითი გაკვეთილი სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში
სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლის 7დ კლასის მოსწავლეები 1 ნოემბერს , იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში . მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პრეისტორიული პერიოდის დარბაზი , წინარეისტორიული და ანტიკური პერიოდის ამსახველი არტეფაქტები .
ისტორიის პედაგოგი ლალი თოფჩიშვილი;
დამრიგებელი- ეკატერინე გოგოლაძე
02.12.2024
ქიმია-გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილი
სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ლევან სამარგულიანმა და ეკატერინე გოგოლაძემ ჩაატარეს ინტეგრირებული ქიმია-გეოგრაფიის გაკვეთილი ბუნებრივი მღვიმეების ფორმირებისა და სპელეოტურისტული პოტენციალის განვითარებაზე. მოსწავლეებმა გამოიკვლიეს კალციუმის კარბონატის ნალექების და კარსტული მღვიმის წარმოქმნის პროცესი.
ვიზუალური წყაროების, დისკუსიებისა და ექსპერიმენტების საშუალებით მოსწავლეებმა ისწავლეს, თუ როგორ ხსნის მჟავა წვიმის წყალი კირქვას, ქმნის მიწისქვეშა
გამოქვაბულებს და უნიკალურ წარმონაქმნებს, როგორიცაა სტალაქტიტები და სტალაგმიტები. კრუბერის მღვიმის SWOT ანალიზით მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს მის პოტენციალს, როგორც სპელეოტურიზმის დანიშნულების ადგილს, ასევე გეოსფეროსა და მიკროკლიმატის როლს ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში.
23.12.2024
გასვლითი გაკვეთილი ქიმია-გეოგრაფია
სსიპ ქალაქ თბილისის N126-ე საჯარო სკოლის მე-9-3 კლასისი მოსწავლეები მყოფებოდნენე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის მუზეუმში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა საკუთარი თვალით გაცნობოდნენ გეოლოგიისა და გამოქვაბულების ბუნების საოცრებათა ღირებულ ცნობებს.
პედაგოგები - ეკატერინე გოგოლაძე
ლევან სამარგულიანი


24.12.2024
სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის, ეკატერინე გოგოლაძის ხელმძღვანელობით, VIIგ და VIIდ კლასის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა გასვლითი გაკვეთილი თბილისის გარემოს ეროვნულ სააგენტოს კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურში. მოსწავლეებს მიეცა საშუალება გაცნობოდნენ მეტეოროლოგიურ ხელსაწყოებს და მონაწილეობა მიეღოთ კლიმატის ცვლილების ინდიკატორულ დაკვირვებაში.
ინფორმაცია მიიღეს, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ მობილურ წყაროების შესახებ და იმსჯელეს მათგან
მიღებულ შედეგებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.
02/04.2025.
სსიპ ქალაქ თბილისის N126-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის, ეკატერინე გოგოლაძის ხელმძღვანელობით მე-9/3 კლასში ჩატარდა კონფერენცია. თემა ეხებოდა აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ხევის ღირებულების გაცნობას. სახელწოდებით:
,,ხევი, საქართველოს კულტურული საგანძური”.
კომფერენციაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს:
ხევის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი ლანდშაფტი - ალპური მდელოები, მდინარეები, მყინვარები;
ისტორიული ძეგლები, როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურული საგანძური - გერგეტის სამება, თამარის ციხე, ბეთლემის გამოქვაბული, ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, დარიალის სამონასტრო კომპლექსი;
მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო გზა, როგორც თავდაცვითი ისე გეოგრაფიული სტრატეგიული მიმართულებით.
აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა სასკოლო პროექტის ფარგლებში,
,,არდაეკარგვის ამაგი, ვისაც სამშობლოს უვლისა” სამოქმედო გეგმის მიხედვით.
პრეზენტაციის ლინკი - https://www.canva.com/design/DAGiGFRcLHE/09uo1-3ixBp1fM9WoWoU-A/view?utm_content=DAGiGFRcLHE&utm_campaign=designshare&utm_medium=link2&utm_source=uniquelinks&utlId=h2a5ba08bdf#12
05.04.2025
სსიპ ქალაქ თბილისი N126-ე საჯარო სკოლის მე-7-4 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აბრეშუმის მუზეუმის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროექტში
,,4 სიცოცხლე” .
თემატური პროგრამა ითვალისწინებდა:
სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებას;
თუთის აბრეშუმხვევიას სიცოცხლის ოთხ ეტაპიან სტადიის გაცნობას;
მოსწავლეების ჩართვას სახალისო-შემეცნებით აქტივობაში;
კ
ლასის დამრიგებელი: ეკატერინე გოგოლაძე
20/04/2-25
სსიპ ქალაქ თბილისის N126-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის, ეკატერინე გოგოლაძის ხელმძღვანელობით მე-7-ე კლასში ჩატარდა კონფერენცია. თემა: ,,პლანეტა, ჩვენი დედამიწა”. კონფერენცია ემსახურებოდა, მოსწავლეებში სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გააზრებას.
22.04.2025
სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის, ეკატერინე გოგოლაძის ხელმძღვანელობით მე-7-4 კლასში განხორციელდა პროექტი: ,,დავიცვათ დედამიწა ჩვენი ხელებით”.
მთავარი ფასეულობა: პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი, სოლიდარობა და თანამშრომლობა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
აქტივობა N1. საკომფერენციო თემაზე მუშაობა და PowerPoint პრეზენტაციების მომზადება;
აქტივობა N2. სასურათო სიბრტყეზე თემის შესაფერისი ნახატების შექმნა;
აქტივობა N3. საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და მოსახლეობაში გავრცელება;
აქტივობა N4. სასკოლო სივრცეში წინა წელს დარგული ნაძვის ახალი ნერგების მოვლა-გასუფთავება;
აქტივობა N5. დასკვნითი კონფერენცია.
პროექტი განხორციელდა დედამიწის დღესთან დაკავშირებით
15/05/2025 სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, ნათია გოჩაშვილმა და ეკატერინე გოგოლაძემ XI-ბ კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული სამოქალაქო-გეოგრაფიის გაკვეთილი - კომფლიქტების გეოგრაფია;
მოსწავლეები, გაეცნენ ქვეყნებში სხვადასხვა კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებს, გააანალიზეს კონფლიქტის შედეგები და მაშტაბური ხასიათი, იმსჯელეს, საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოგვარების მიზნით. მიღებული ინფორმაცია შეაჯამეს TWO STARS -ის მეთოდის დახმარებით.
კლასის დამრიგებელი: ზაირა ჩიქოვანი;
სსიქ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლის მე-7/4 და მე-10/2 კლასის მოსწავლეებთან
განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი: ,,საქართველო დიდი აბრეშუმის გზაზე”.
პროექტის მიზანები/ამოცანები:
მოწავლეებში კვლევითი, კრიტიკული და თანამშრომლობითი უნარების
განვითარება;
ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და შემოქმედებითად გამოყენება;
მონაწილე პედაგოგები და საგნების მიხედვით განსახილველი საკითხები:
ბიოლოგია -მანან ღურჭუმელია
ჩინეთში, აბრეშუმხვევიას დახმარებით, აბრეშუმის ქსოვილის მიღების
ტექნოლოგიების გაცნობა;
,,დაკარგული აბრეშუმის” გზის შესახებ საინფორმაციო
ბროშურის მომზადება;
კლასი - VII
ისტორია - ლალი თოფჩიშვილი
აბრეშუმის გზის წაროშობის შესახებ ისტორიის გაცნობა;
აბრეშუმის დიდი გზა - ტრანსკონტინენტური
სავაჭრო საქარვნო გზა, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის ცივილიზაციათა
გზაჯვარედინი;
კლასი - X
გეოგრაფია - ეკატერინე გოგოლაძე
ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის ახალი აბრეშუმის მარშრუტების მნიშვნელობის განხილვა ეკონომიკური,
პოლიტიკური თუ კულტურული მიმართულებით;
ახალ აბრეშუმის გზაზე საქართველოს საკვანძო
როლის ლოგისტიკური პოტენციალის შეფასება რეგიონალური შესაძლებლობების სრულიად
ასათვისებლად გრძელვადიან პერიოდში;
ვიზუალური ინსტრუმენტების (,,პოსტერები’’,
,,ინფოგრაფიკები”) დახმარებით აბრეშუმის გზისგან მიღებული შედეგების
შეფასება-ანალიზი.
კლასი - X
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - ლალი წითლანაძე
აღმოსავლური კულტურის და უძველესი ცივილიზაციების მახასიათებლების გაცნობა,
აბრეშუმის გზით კულტურათა კვეთა და ერთმანეთზე დამოკიდებულება;
ქართულიხელოვნების განვითარება და დაკავშირება წარსულთან და აწმყოსთან;
სასურათე
სიბრტყეზე აბრეშუმის გზის მახასიათებლების სიმბოლური გადმოცემა, სახვითი ხერხებით
დაზგურ ფერწარაში.
კლასი - Vll-X
გეოგრაფიის პრეზენტაციის ლინკი - https://www.canva.com/design/DAGl7MdvO5E/OwJTapYbpRpmw0Twl-ukpg/edit
Комментариев нет:
Отправить комментарий