სასკოლო პროექტი: დავიცვათ დედამიწა ჩვენი ხელებით"
- ჩემი სადამრიგებლო კლასი
- ციფრული რესურსების პორტალი
- 2020-2021 სასწავლო წლის აქტივობები
- პროექტები
- ტრენინგები და სერთიფიკატები
- კვლევა
- 2024-2025 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობები
- გეოგრაფიის კლუბი ,,ახალგაზრდა მკვლევარები" 2023-2024 სასწავლო წელი
- კონფერენციები
- გაკვეთილის გეგმები
- ჩემს შესახებ
- სასწავლო რესურსი - გეოგრაფიაში
- 2022-2023 სასწავლო წელს განხორცეელებული აქტივობები
- პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გე...
- მადლობის ფურცელი
- 2022-2023 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
- სასწავლო პროფესია, დაგეგმვა და მართვა პროექტის ,,ვიზეუნოთ ჯანსაღი გარემოსთვის" - რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - გეოგრაფიაში
- 2021-2022 სასწავლო წლის აქტივობები
2021-2022 სასწავლო წლის აქტივობები
სასკოლო პროექტი: ,,იამბე ციხის ნაშალო“ 2021-2022 სასწავლო წელი
პროექტის მოკლე აღწერა: სსიპ ქალაქ თბილისი N126 საჯაროს სკოლა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ჩაერთო ახალი სკოლის მოდელის მიერ დაგეგმილ სასკოლო პროექტში. თემად შეირჩა - კულტურული მემკვიდრეობა. პროექტის თემის სათაური: ,,იამბე ციხის ნაშალო" განხორციელების ვადები - 01.10.2021 –15.05.2022 წწ პროექტი მოიცავს: დაწყებით - I -VI; საბაზო - VII-IX და საშუალო - X-XII საფეხურებს.
პროექტის მიზანი:
1.მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
2. მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრება, მათზე ზრუნვისა და დაცვის უნარის ჩამოყალიბება;
3.განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა;
4.ჩამოუყალიბდეს ღირებულებები და დამოკიდებულებები - პატრიოტიზმი, სახელმწიფოებრივი აზროვნება და კულტურული მრავალფეროვნებასთან მიმართებაში
5. ჩამოუყალიბოს საკუთარი ქვეყნის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება;
6. ხელს შეუწყობს ზოგადი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას: წიგნიერება, სწავლა -სწავლება, მედიაწიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო.
პროექტის საკვლევ თემად შევარჩიე ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე მოქცეული მატერიალურ-კულტურული ძეგლები, ესენია: თორის ღვთისმშობლის ტაძარი, კეხვის და აჩაბეთის ციხეები. ეს ის კულტურული ძეგლებია, რომლებიც წინაპრებისგან გვერგო და მათი მესაკუთრენიც წესით ჩვენ ვართ. აუცილებელია მომავალმა თაობამ იცოდეს მათი ისტორია. შეძლოს გაცნობიერება, საკუთარი პასუხისმგებლობა და მოიპოვოს უფლება მემკვიდრეობის დაცვისა და პატრონობის საქმეში. თავად გახდნენ მისი ცოცხალი მატარებლები! მათ ასწავლონ სხვებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ტრადიციების სიცოცხლისუნარიანობა!
პროექტის განხორციელებისთვის გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
ნაბიჯი N1 ინტერვიუ, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის უძრავი და მოძრავი ძეგლების კვლევის სპეციალოსტ ბატონ პაატა ბასიშვილითან. მან მოგვაწოდა ინფორმაცია სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კულტურულ ძეგლების ისტორის შესახებ ინფორმაცია.
თირის ღვთისმშობლის ტაძარი - ცხინვალი
კეხვისა და აჩაბეთის ციხეები - სამაჩაბლო
ნაბიჯი N2 ინტერვიუ, წეროვანში მცხოვრებ სამოჩაბლოდან დევნილ ქალბატონ ნელი ღონღაძესთან, რომელმაც აგვიღწერა 2008 წლის ომისის დროს გამოვლილლი მძიმე პერიოდი.
ნაბიჯი N3 პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები:
I. საქართველოს რუკა
II. მაკეტები: თირის ღვთისმშობლის ტაძარი, აჩაბეთისა და კეხვის ციხე-სიმაგრეები:
III. ინფორმაციის გამავრცელებელი ბუკლეტი;
ნაბიჯი N4 დასკვნითი პრეზენტაცია
N5. შემაჯამებელი პრეზენტაცია
N1 აქტივობა - დედამიწის დღესთან დაკავშირებით სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგის ეკატერინე გოგოლაძის ხელმძღვანელობით მე-8/2 კლასში ჩატარდა კონფერენცია ,,დედამიწა ჩვენი სახლია".
მიზანი:მოზარდებმა გააცნობიერონ, რატომ არის გარემო მათთვის მნიშვნელოვანი და რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე მათ;
· მოუარონ გარემოს, დაიცვან ის და სხვასაც მოუწოდონ გარემოს დაცვისკენ;
· შეძლონ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და შემოქმედებითად გამოყენება;
· ხელი შეუწყონ სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებას.
N2 აქტივობა
სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის წამყვანი პედაგოგის ეკატერინე გოგოლაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა. რომელშიც მონაწილეობდა IX1- IX3 - IX4 - X1- XI2 კლასის გუნდები.
ინტელექტუალური ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში ზოგადი განათლების დონისა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, ასევე ნიჭიერების წარმოჩენა და წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება.
N3 აქტივობა
2022 წლის 15 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლაში მე-7/2; მე-7/3 და მე-7/4 კლასებში ჩატარდა გეოგრაფიის პედაგოგის -ეკატერინე გოგოლაძისა და სპორტის პედაგოგის - ნიკოლოზ ყავლაშვილის მიერ დაგეგმილი აქტივობა ,,მხიარული სტარტები“ .
მიზანი: მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო გახდეს სასწავლო პროცესი და ამაღლდეს სწავლისადმი მოტივაცია.
შეჯიბრმა ჩაიარა საინტერესოდ, მაღალი იყო გუნდების მოტივაცია. ბავშვებმა გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგეს და გამოავლინეს საუკეთესო შედეგები.
მადლობა გვერდში დგომისთვის სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინე მჭედლიძეს და სპორტის პედაგოგს თამარ ზედგენიძეს.
გეგმა:
სიგელი გადაეცა სამივე გუნდს
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий