სასკოლო პროექტი: დავიცვათ დედამიწა ჩვენი ხელებით"
- ჩემი სადამრიგებლო კლასი
- ციფრული რესურსების პორტალი
- 2020-2021 სასწავლო წლის აქტივობები
- პროექტები
- ტრენინგები და სერთიფიკატები
- კვლევა
- 2024-2025 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობები
- გეოგრაფიის კლუბი ,,ახალგაზრდა მკვლევარები" 2023-2024 სასწავლო წელი
- კონფერენციები
- გაკვეთილის გეგმები
- ჩემს შესახებ
- სასწავლო რესურსი - გეოგრაფიაში
- 2022-2023 სასწავლო წელს განხორცეელებული აქტივობები
- პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გე...
- მადლობის ფურცელი
- 2022-2023 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
- სასწავლო პროფესია, დაგეგმვა და მართვა პროექტის ,,ვიზეუნოთ ჯანსაღი გარემოსთვის" - რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
- 2025-2026 სასწავლო წლის აქტივობები
- 2021-2022 სასწავლო წლის აქტივობები
2025-2026 სასწავლო წლის აქტივობები
10.10.2025
კომპანია ,,ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი" ინიციატივით სსიპ ქალაქ თბილისის N126-ე
საჯარო სკოლაში ჩატარდა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროექტი:
„წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“.💧 პროექტში მონაწილეობა მიიღეს X -XI კლასის
მოსწავლეებმა. 🤝 მადლობა პარტნიორებს: GWP – Georgian Water and Power და ეკოხედვა
– Ecovision, რომ ჩვენთან ერთად ქმნით უფრო გაცნობიერებულ და მზრუნველ თაობას!
გეოგრაფიის პედაგოგი: ეკატერინე გოგოლაძე
14.10.2025 🟢🌱 საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო
ეკოპროექტი:„ნიადაგის კვლევა: მართვა და მონიტორინგი“ 📋
პროგრამის მიზანი:მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნიადაგის შესახებ,
რომელიც საჭიროებს დაცვასა და მდგრად გამოყენებას ეკოსისტემური სერვისების
უზრუნველსაყოფად. პროექტის ფარგლებში განხორციელდაშემდეგი ნაბიჯები: 1. მინი
ლექცია: „ნიადაგის კვლევა: მართვა და მონიტორინგი“ 2. პრაქტიკული სამუშა; 3.
ბოტანიკური ბაღის დათვარიელება.
18.10.2025 📋მინი პროექტი: მოსახლეობის ძირითად მახასიათებლებზე მუშაობა,
ნიგერია- დემოგრაფიული აფეთქება. მე-10 კლასი
პრეზენტაციაში ნათლად ჩანს:
• ნიგერიაში, ბუნებრივი მატების გამომწვევი მიზეზები; • მეურნეობა და პერსპექტივები
მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; • მათ მიერ შემუშავებული
დემოგრაფიული ანალიზი და დემოგრაფიული პოლიტიკა.
.
20.10.2025
მინი პროექტი მე-7 კლასში
საკითხი: დაკარგული კუნძული; გეოგრაფიული კოორდინატები
მიზანი: Paint და https://mapmaker.nationalgeographic.org/-
პროგრამის დახმარებით მოგზაურობის მარშრუტის შედგენა.
პროექტზე მუშაობის დროს ეტაპობრივად დამუშავდა შემდეგი
ქვეცნებები:
პარალელი; მერიდიანი; გრძედი; განედი; გრადუსთა ბადე; გეოგრაფიული კოორდინატები;
აზიმუტი; ჰორიზონტის მხარეები (ჩრ. სამ. აღ. დას.) ლანდშაფტი; გეოგრაფიული
ობიექტები: მწვერვალები ( კილიმანჯარო; ტუბკალი); ვულკანი; კონცხი (კეთილი
იმედის); უდაბნო (საჰარა); სავანა; სრუტე (გიბრალტარი; მაგელანი); კუნძული
(მადაგასკარი; აღდგომის); მთები (ატლასი); რიფტული რღევა; ტბა (ნიასა);
მდინარე(ნილოსი); ქალაქი (გლაზგო). მოგზაურობის მარშრუტი შედგენილია ჟიულ ვერნის
ნაწარმოების „ კაპიტან გრანტის შვილები“ მიხედვით.
25.11.2025 კომპლექსური დავალება - გეოგრაფიაში
კლასი - მე-11 საკითხი - თბილისის ურბანიზაცია და ფსევდო ურბამიზაცია; პროდუქტი -
ინფოგრაფიკი. ინფოგრაფიკში ხაზგასმით წარმოსაჩენი საკითხები: 1. თბილისში
ერთდროულად ურბანიზაციისა და ფსევდოურბანიზაციის გომწვევი მიზეზები; 2. როგორ
გარდაქმნა ბუნებრივი გარემო მოკლე დროში ურბანიზაციამ; 3. ურბანიზაციისა და
ფსევდოურბანიზაციის სამომავლო შედეგები.
27.11.2025 გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი მე-8 კლასში 📋
კლასტერი - მასალის გრაფიკული ორგანიზების ფორმაა და გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ და სქემის სახით დავაფიქსიროთ აზროვნების ყველა ის პროცესი, რომელიც ამა თუ იმ თემის განხილვის დროს წარმოიშობა. მეთოდის გამოყენების დადებითი მხარე: შესაძლებელია დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება; იწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას და პროცესში ჩართვას;ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: ვარაუდების გამოთქმა, კითხვების დასმა, პროგნოზირება, მნიშვნელოვანის გამოყოფა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, დასკვნების გაკეთება, ანალიზი, შეფასება. 🤝
კლასტერი N1- ამაზონის ნოტიო ეკვატორული ტყეების გაქრობის რეალური საფრთხე. 🌱
კლასტერი N2 შინაგანი და გარეგანი ძალების მოქმედების გავლენა კორდილიერების მთების წარმოშობასა და განვითარებაზე.
05.12.2025 მინი პროექტი მე-11 კლასში
საკითხი - ,,ისლანდია ერთ-ერთი მდგრადად განვითარებადი ქვეყანა"
კომპლექსური დავალების პირობა:ისლანდია ყინულისა და გეიზერების, ვულკანური წარმოშობის კუნძულოვანი ქვეყანა
მაღალგანვითარებული და ბედნიერი ქვეყნების ათეულში ყოველწიურად შედის. თქვენ,
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის მონიტორინგის ექსპერტმა, ეროვნულ
დონეზე, შეისწვლეთ მასალა „რატომ არის ისლანდია განვითარებული და ბედნიერი
ქვეყანა“ იხ. ვიდეო მასალა https://www.youtube.com/watch?v=D8HdB64Uzgw და შუალედური შეხვედრისთვის ინფოგრაფიკი
მოამზადეთ.
თქვენ მიერ შექმნილ ინფოგრაფიკში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
• ისლანდიის ბუნების - ადამიანის - მეურნეობის ურთიერთკავშირი (გეოგრაფიული
გარემოს გავლენა ადამიანთა საზოგადოებაზე - რაოდენობა, სამეურნეო საქმიანობის
ტიპი);
• მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებების ურთიერთკავშირი:
ეკონომიკური (მშპ ერთ სულ მოსახლეზე; დასაქმების სტრუქტურა), სოციალური
(ცხოვრების ხარისხი, დონე), გარემოსდაცვითი (ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული
ქვეყანა მსოფლიოში);
• ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ბედნიერების ინდექსზე.
ინფოგრაფიკის შესაქმნელი ლინკები:
https://cacoo.com/
https://visual.ly/product/infographic-design
https://piktochart.com/
https://www.mindonmap.com/ka/blog/how-to-make-infographic/
„რატომ არის ისლანდია მდგრადად განვითარებული და ბედნიერი ქვეყანა“
გამარჯობა მე ირაკლი წიკლაური ვარ, ეს ჩემი კოლეგა თორნიკე ოდიშარიაა, ჩვენ ვართ გაეროს განვითარების პროგრამის მონიტორინგის ექსპერტები და დღეს პრეზენტაციას წარმოვადგენთ ისლანდიის და მისი ბედნიებრების ინდექსის შესახებ.
როგორც ვიცით ისლანდია, როგორც ვულკანური წარმოშობის კუნძულოვანი სახელმწიფო, რთული ბუნებრივი პირობების მიუხედავად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ბედნიერ ქვეყანად ითვლება. მისი წარმატების მიზეზი ბუნებრივი გარემოს, ადამიანის საქმიანობისა და ეკონომიკური სტრუქტურის ჰარმონიული ურთიერთქმედებაა. ამ მრავალმხრივი კავშირის გაანალიზება გვაჩვენებს, რომ ქვეყანამ შეძლო ბუნების გამოწვევების გარდაქმნა ეკონომიკურ და სოციალურ უპირატესობად, რასაც დაემატა გარემოსდაცვითი მდგრადობა.
I.ბუნება – ადამიანი – მეურნეობა: ურთიერთკავშირი
ისლანდიის ბუნება მკაცრი და კონტრასტულია: ტერიტორია თითქმის მთლიანად ვულკანურ ქედზე მდებარეობს, ხშირია მიწისძვრები და ამოფრქვევები, კლიმატი კი სუბარქტიკულია. ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (დაახლოებით 1.2%) არის დამუშავებისთვის ვარგისი. მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან დაბალია და დასახლებები ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი, სადაც ბუნებრივი ნავსადგურები, რბილი კლიმატი და ეკონომიკურ საქმიანობაზე ხელსაყრელი პირობებია.
ბუნებრივ პირობებზე მორგებულმა საზოგადოებამ თავისი ეკონომიკა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე ააგო. ზღვით გარშემორტყმულმა მდებარეობამ ისტორიულად განაპირობა თევზჭერის განვითარება, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანი ექსპორტული დარგია. გეოთერმული წყლები, გეიზერები და მდინარეები ენერგიის იაფ და მდგრად წყაროს ქმნის, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა განევითარებინა ალუმინის გადამამუშავებელი ინდუსტრია და ინდუსტრიული წარმოება მთლიანად განახლებად ენერგიაზე დაეყრდნო. ასევე, უნიკალურმა ლანდშაფტებმა და ბუნებრივმა ვიზუალმა ტურიზმი ერთ-ერთ წამყვან დარგად აქცია.
ამრიგად, ბუნებრივი გარემო პირდაპირ განსაზღვრავს მოსახლეობის განაწილებას, საცხოვრებელ პირობებსა და ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო მოსახლეობა — თავის მხრივ — ახერხებს ამ გარემოს სწორად გამოყენებას ისე, რომ თან ეკონომიკური სარგებელს იღებს და თან გარემოს არ აზიანებს.
II.მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებების კავშირი
1.ეკონომიკური მიმართულება
ისლანდიის ეკონომიკა გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და სტაბილური ზრდით. ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 67 000 დოლარია, რაც ქვეყანას მსოფლიო ლიდერებს შორის აყენებს. დასაქმება ძირითადად მომსახურების სფეროშია კონცენტრირებული, შემდეგ მოდის ინდუსტრია და მცირე წილით — სოფლის მეურნეობა. ეკონომიკის ძირითადი საყრდენებია: თევზჭერა, ალუმინის წარმოება, გეოთერმული და ჰიდროენერგია, ტურიზმი და ტექნოლოგიური სფერო.
იგივე ენერგეტიკული სისტემა მთლიანად განახლებად წყაროებზეა აგებული, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები, გაზარდა წარმოების კონკურენტუნარიანობა და ქვეყანა ენერგეტიკულ ექსპორტიორადაც აქცია.
2.სოციალური მიმართულება
სოციალური სისტემა ხასიათდება თანასწორობით, მაღალი ჩართულობითა და უსაფრთხოებით. სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იღებს სრულსაგანმანათლებლო განათლებას, ხოლო ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია. უსაფრთხო გარემოს თვალსაჩინო მახასიათებელია ის, რომ პოლიცია იარაღს თითქმის არ ატარებს და დანაშაულის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში.
2018 წლიდან მოქმედი კანონი უზრუნველყოფს ქალებისა და კაცების თანაბარ შრომით ანაზღაურებას, რაც სოციალური სამართლიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
3.გარემოსდაცვითი მიმართულება
ისლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული ქვეყანა გახდა. მისი ენერგეტიკული სისტემა თითქმის მთლიანად იყენებს გეოთერმულ და ჰიდრორესურსებს, რის შედეგადაც სათბურის გაზების ემისია მნიშვნელოვნად დაბალია. ქვეყნის სტრატეგია მიზნად ისახავს 2040 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალობას, საზოგადოებრივი და ველოსიპედული ტრანსპორტის წილის გაზრდას და ნარჩენების შემცირებას. ეს პოლიტიკა არა მხოლოდ გარემოს იცავს, არამედ ხელს უწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას.
მიმართულებებს შორის კავშირი
ეკონომიკური მდგრადობა, სოციალური თანასწორობა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. განახლებადი ენერგია ამცირებს ხარჯებს და აძლიერებს მეწარმეობას; სოციალური თანასწორობა ზრდის ნდობასა და საზოგადოებრივ ენერგიას; ეკოლოგიური სტრატეგიები უზრუნველყოფს ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას და მაღალი ხარისხის ცხოვრებას.
III.ფატორები, რომლებიც გავლენას ახდენს ბედნიერების ინდექსზე
ისლანდია ბედნიერების საერთაშორისო რეიტინგში მუდმივად მოპოვებს ლიდერის პოზიციას, რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია:
მაღალი კეთილდღეობის მაჩვენებელი და შემოსავალი;
უსაფრთხო და სტაბილური გარემო;
სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა;
ძლიერი სოციალური მხარდაჭერა და საზოგადოების მაღალი ნდობა;
ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ბუნებასთან სიახლოვე;
უთანასწორობის დაბალი დონე;
თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში;
დაბალი კორუფცია და ძლიერი ინსტიტუტები.
ეს ყველაფერი ერთად ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები თავს დაცულად, საჭიროებებიდან გათავისუფლებულად და სოციალური მხარდაჭერის პირობებში გრძნობენ, რაც ბედნიერების ინდექსის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
IV.გეოგრაფიული კვლევის ეტაპები, რომლებიც საინფოგრაფიკო ნაშრომის მომზადებისას გავიარე
ინფოგრაფიკზე მუშაობის დროს გავიარე შემდეგი კვლევითი ეტაპები:
1.ინფორმაციის შეგროვება:
ფაილში მოცემული ტექსტის, რუკების, დიაგრამების და ვიდეომასალის შესწავლა.
2.მონაცემების დახარისხება:
ბუნებრივი, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კომპონენტების გამოყოფა თემატური ბლოკებად.
3.შედარება და ანალიზი:
გარემოსა და ადამიანს შორის კავშირის დადგენა; ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირების აღმოჩენა; მდგრადი განვითარების მოდელის შეთავსება ქვეყნის ბუნებრივ თავისებურებებთან.
4.დასკვნების გამოტანა:
ჩამოყალიბდა მიზეზები, თუ რატომ მიაღწია ქვეყანამ ერთდროულად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ კეთილდღეობასა და გარემოსდაცვით უსაფრთხოებას.
5.ინფოგრაფიკის დაგეგმვა:
მთავარი თემების შერჩევა, მონაცემების ვიზუალურად წარმოსაჩენად შესაბამისი დიაგრამების განსაზღვრა და ინფორმაციის დაჯგუფება მკაფიო ბლოკებად.
დასკვნა
ისლანდიის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ პატარა და ბუნებრივად რთული ქვეყანა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ბედნიერი, თუ მოახერხებს ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკის, თანასწორობაზე აგებული საზოგადოების და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი პოლიტიკის კომბინირებას. ქვეყნის მდგრადი განვითარების მოდელი დაფუძნებულია სამ ძირითად სვეტზე: განახლებადი ენერგია, სოციალური სამართლიანობა და გარემოს დაცვა — სწორედ ამ კავშირის წყალობით ახერხებს ისლანდია მდგრად განვითარებასა და მაღალი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას.
პროექტი - „იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად”.
კლასი:-X-XI
Подписаться на:
Комментарии (Atom)























Комментариев нет:
Отправить комментарий