სასკოლო პროექტი: დავიცვათ დედამიწა ჩვენი ხელებით"

2020-2021 სასწავლო წლის აქტივობები

1. >სასკოლო პროექტი -,,დავიცვათ დედამიწა ჩვენი ხელებით" 2020-2021 სასწავლო წელი.
პროექტის მოკლე აღწერა: სსიპ ქალაქ თბილისი N126 საჯაროს სკოლა 2021 წლის პირველი მარტიდან ჩაერთო ახალი სკოლის მოდელის მიერ დაგეგმილ სასკოლო პროექტში. თემად შეირჩა - გარემოს დაცვა. პროექტის თემის სათაური: ,,დავიცვათ დედამიწა ჩენი ხელებით“ განხორციელების ვადები - 01.03. 2021 –15.05.2021წწ პროექტი მოიცავს: დაწყებით - I -VI; საბაზო - VII-IX და საშუალო - X-XII საფეხურებს. მიზანი: · მოზარდებმა გააცნობიერონ, რატომ არის გარემო მათთვის მნიშვნელოვანი და რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე მათ; · მოუარონ გარემოს, დაიცვან ის და სხვასაც მოუწოდონ გარემოს დაცვისკენ; · შეძლონ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და შემოქმედებითად გამოყენება; · ხელი შეუწყონ სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებას. მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შექმნეს: ბუკლეტები, პოსტერები, გერბი, დაწერეს ჰიმნი, დაამზადეს დედამიწის მაკეტები, შექმნეს პროექტისთვის მრავალფეროვანი პროდუქტები, ვიზუალურად გააფორმეს საკოლის კედლები და ეზოში დარგეს ,,ეონიმუსის“ ნერგები. ერთობლავად ჩაატარეს კვლევები და დამუშავეს თემები. პროექტის დასკვნითი შეჯამება წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. აღნიშნულმა აქტივობებმა უფრო სახალისო გახდა მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობა და ხელი შეუწყო მათ შემოქმედით უნარების განვითარებას. პროექტის ხელმძღვანელი: სკოლის დირექტორი- ირინე მჭედლიძე სამუშაო ჯგუფის წევრები: დირექტორის მოადგილე-ნუნუ მერაბიშვილი გეოგრაფიის პედაგოგი-ეკატერინე გოგოლაძე დაწყებითის პედაგოგი-მარიამ ქადაგიძე ინგლისურის პედაგოგი-ლორეტა ამაშუკელი. პროექტის გეგმის სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკებზე. https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_70.html პროექტის ფარგლებში ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობები მე-8 კლასებში, იხილეთ მითითებულ ბმულზე https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_19.html პროექტის ფარგლებში ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობები მე-11 კლასებში, იხილეთ მითითებულ ბმულზე https://ekaterine171.blogspot.com/p/blog-page_80.html



3. მე-11/1; მე-11/2 და მე/11/3 კლასებში განხორციელებული კომპლექსური დავალებისგან მიღებული პროდუქტი პოსტერების სახით. თემა ,,ბრაზილიის ეკონომიკური განვითარება". 4. მე-8/1 კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალებისგან მიღებული პროდუქტები. თემა: ,,იელოუსტონის ეროვნული პარკი". 5. მე-11/2 კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია. თემა: ,,მსოფლიოს საფინანსო ცენტრები". 6. ისტორია-გეოგრაფიის ინტეგრირებული პროექტი მე-9 კლასში. თემა: ,,გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორიული და გეოგრაფიული ადგილები". 7. 2020 წლის 9 თებერვალს სსიპ ქ. თბილისის #126 საჯარო სკოლის მე-10 -3 კლასის მოსწავლეებმა, გადაიღეს ფილმი ნარკომანიაზე. სადაც, ფილმის სცენარის ავტორი, როლების შემსრულებლები, გადაღებისა და მონტაჟის წევრები გახლდათ თავად მოსწავლეები. აღნიშნულ ფილმში წაროდგენილია გოგონას ცხოვრება, რომელიც ნარკოტიკის მსხვერპლი გახდა. ფილმის პრეზენტაციის ჩვენებას ესწრებოდნენ: მართლოფიცერთა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის მანდატურები, დირექტორი, დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მე-10-2 კლასის მოსწავლეები. მოხდა ფილმის განხილვა და შეფასება. პროექტის ხელმძღვანელი: მე- 10 -3 კლასის დამრიგებელი: ეკატერინე გოგოლაძე. 8. სსიპ ქალაქ Თბილისის #126 საჯარო სკოლაᲨი 2020 წლის 28 Თებერვალს გაიმარᲗა: მე-10 პირველ, მე-10 მეორე, მე-10 მესამე, მე-11 პირველ და მე -11 მეორე კლასებს Შორის გეოგრაფიული ვიქტორინა. ფინალᲨი გამარჯვებული ჯგუფი გახდა მე-10 პირველი კლასი. მადლობას ვუხდი, Ჟიურის წევრებს: ქალბატონ გულიკო ბაქრაᲫეს და ქალბატონ ნაᲗია გოᲩაᲨვილს მხარᲨი დგომისᲗვის, ასევე, ყველა ჯგუფის მონაწილეს საინტერესო ᲗამაᲨისᲗვის. 💜 9. მე-9 კლასებში განხორციელებული აქტივობა: თემა საქართველოს კუთხეები.

Комментариев нет:

Отправить комментарий