სასკოლო პროექტი: დავიცვათ დედამიწა ჩვენი ხელებით"

პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა



   1.  მილენიუმის საგნობრივი   წინა სატრენინგო დავალება 

     ქ. თბილისისი N126 სკოლა
     
     გეოგრაფიის პედაგოგი - ე.გოგოლაძე




კითხვა 
ვიცოდი 
მინდა ვიცოდე 
ვისწავლე 
 1
რაში ეხმარება ადამიანს გეოგრაფიული უნარები?
გეოგრაფიული უნარები არის სპეციფიური ტექნიკები და იარაღი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გეოგრაფიულად ვიაზროვნოთ - ისინი წარმოადგენს გეოგრაფიული მიდგომის გამორჩეულ საშუალებას, საზოგადოებრივი და ფიზიკურ-გეოგრაფიული პროცესების და მოვლენების შესასწავლად. 
 გეოინფორმაციული სისტემები (GIS). საფუძვლისნი ცოდნა.
 გეოინფორმაციული სისტემები იყენებს როგორც ძველ, შენახულ მონაცემებს, ასევე უახლეს ინფორმაციას გეოგრაფიული ანალიზისთვის.
 2
 რატომ არის მოსწავლეებისთვის აუცილებელი გეოგრაფიული უნარების განვითარება?
 მოსწავლეებისთვის აუცილებელია გეოგრაფიული უნარების განვითარება, რათა მან დაადგინონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, სივრცობრივი განაწილება და ასოციაციური კავშირები პროცესებსა და  მოვლენებს შორის
 ამოცნობა  და გზების დასახვა, სადაც გეოგრაფიული კვლევა დაეხმარება მათ პრობლემების გადაწყვეტაში, გადაწყვეტლებების მიღების პროცესში, რაც მათ სწორ ქმედებებამდე მიიყვანთ.

გეორაფიული უნარების ახსნა-განმარტებბისთვი  (დასაბუთებისთვის)
ხუთი კლასტერი გამოიყენება :
1.      გეოგრაფიული კითხვების დასმა
2.      გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვება
3.      გეოგრაფიული ინფორმაციის ორგანიზება
4.      გეოგრაფიული ინფორმაციის ანალიზი
 3
 რა განსხვავებაა გეოგრაფიული კითხვების მახასიათებლებს შორის მეშვიდე და მეცხრე კლასელი მოსწავლეებისთვის?

მე-7 კლასი მოსწავლე კითხვის მახასიათებლებს ამოიცნობს
მაგალითებით,  რის შემდეგაც  აღწერს, გეოგრაფიულ და არაგეოგრაფიულ კითხვებს შორის არსებულ  განსხვავებებს. 
ხოლო მე-9 კლასის
მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული კითხვების დასმა და ესმის კიდეც მისი მნიშვნელობა.

გეოგრაფიული კითხვის დასმის აუცილებლობა საკვლევი პროექტისთვის
 თუ როგორ უნდა გაანალიზოს და ჩამოაყალიბოს მოსწავლემ  გეოგრაფიული კითხვები, რომელიც დაეხმარება  მიმდინარე საკვლევ საკითხების უკეთ  გაგებაში. 
4
რა მეთოდებით არის შესაძლებელი მოსწავლეებისთვის წყაროს სანდოობის დადგენის უნარის განვითარება?
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა წყაროს სანდოობის დადგენის უნარი განვითარონ, აუცილებლად პასუხი უნდა  გასცენ გეოგრაფიულ კითხვებს, მანამდე კი მათ უნდა მოიპოვონ გეოგრაფიული ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, განსხვავებული გზით, რომელიც უპასუხებს  მათ კითხვებს.
როგორ გასცეს მოსწავლემ  პასუხი გეოგრაფიულ კითხვებს, რათა მოიპოვონ  გეოგრაფიული ინფორმაცია.
ვისწავლე თუ რა მითითებები უნდა მივცე მოსწავლეებს რათა  შეაგროვონ, განალაგონ,  დააკვირდნენ, ინფორმაცია  მუდმივად  ჩაწერონ, გამოიყენონ რუკები,  აღწერონ სტატისტიკური მონაცემები,რათა უკეთ წარმოადგინონ კვლევის საკითხები. 
5
რა დავალებებლის შესრულება შეუძლია მე-11 კლასის მოსწავლეს გეოგრაფიული ანალიზის მეშვეობით?
მე-11 კლასი
მოსწავლემ იცის და ესმის:
გეოგრაფიული ინფომაციის მოპოვება.
კრიტერიუმები, რომლებიც საჭიროა გეოგრაფიული ინფორმაციის სანდოობის და ფასეულობის შესაფასებლად.
გეოგრაფიას სხვანაირად უწოდებენ: „რუკაზე დატანის ხელოვნებას“.
რუკების შექმნა არა მარტო მოსწავლისთვის არამედ მასწავლებლისთვისაც ჩვეული საქმიანობა უნდა იყოს. 
ვისწავლე როგორ შევქმნა  და ამვდროულად ვასწავლო მოსწავლეს  ინტერნეტში სხვადასხვა შინაარსის  რუკების შედგენა, 
საკუთარი რესურსების   შესაქმნელად.
6
რატომ არის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კითხვის სწორად შერჩევა? 
ნებისმიერი აკადემიური დისციპლინის შემთხვევაში კარგი კითხვები წარმოშობს კარგ პასუხებს. გეოგრაფიაცარ არის გამონაკლისი.  უნარები, რომლებიც საჭიროა ასეთი პასუხების ჩამოსაყალიბებლად,მოითხოვს კომპლექსურ და მრავალწახნაგოვანმიდგომას.
როგორ შევარჩიოთ გეოგრაფიულ კითხვებზე პასუხის გაცემის საუკეთესო მეთოდები.
ვისწავლე, მოსწავლემ  რა
მონაცემების გამოყენებით ააგოს  გეოგრაფიული კითხვის პასუხები. მაგალითად:
-გეოგრაფიულ კითხვაზე პასუხის გაცემისას გამოყენებული ეტაპების/ნაბიჯების შესაჯამებლად ქმნის ბლოკ-სქემებს, რუკებს და თხრობას.
7
რა დროს გამოიყენება შემაჯამებელი შეფასება?
შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენას სწავლებისთვის. ის   მოიცავს რამდენიმე მიზანს მაგალითად
შემაჯამებელი შეფასება გვეხმარება მოსწავლის მიღწევების  აღრიცხვაში და  მისი სისტემის მოყვანაში. 
მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიცემა, რათა დავეხმაროთ მათ სწავლების პროცესში მიაღწიონ პროგრესს.
ვისწავლე შეფასების  სტრატეგიები რომელიც დამეხმარება  თუ როგორ მივცე მოსწავლეებს მითითებები კრიტიკულად გააანალიზონ თავიანთი  მუშაობის ხარისხი, და თავად მიხვდნენ  თუ როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება.
8
რა პრაქტიკული ხერხების მეშვეობით ხდება განმავათიარებელი შეფასება გეოგრაფიის გაკვეთილზე? 
გეოგრაფიის გაკვეთილებზე, განმავითარებელი შეფასება შეიძლება განხორციელებულ იქნას სხვადასხვა  ნაცადი, პრაქტიკული  ხერხებით;
·         სწავლების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების  გაცნობა ყოველივე გაკვეთილის დასაწყისში.
·         მასწავლებლები მოსწავლეებს უზიარებენ სწავლების მოთხოვნებს, რათა დაეხმარონ მათ მისაღწევი სტანდარტების გააზრებაში და დაანახონ მათ რას ნიშნავს წარმატება.
·         უზრუნველყონ თვით-შეფასება და ურთიერთ შეფასება.
·         გაუმჯობესებული უკუკავშირი, რომელიც ფოკუსირებულია მიღწეული შედეგების ხარისხზე.
·         გაუმჯობესებული უკუკავშირი, რათა სუდენტებმა იცოდნენ რა უნდა გაკეთდეს სწავლის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
·         სწავლა-სწავლებისადმი კოლაბორაციული მიდგომა, რაც გულისხმობს ანალიზზე, დისკუსიასა  და რეფლექსიაზე აქცენტირებას.
შეფასების სტრატეგიები
შეფასების სტრატეგიებიდან შევისწავლე:
1.საკლასო დაკვირვება -ეფექტური გამოკითხვა,საკლასო      დისკუსია, მოსწავლეების ინტერაქცია ჯგუფური სამუშაოების დროს:
2.უკუკავშირი განმსაზღვრელი შეფასების გზით- დროული და რეგულარი  კონსტრუქციული უკუკავშირი/კომენტარები, რომელიც  მოსწავლეს უჩვენებს თუ როგორ შეიძლება გამოასწორონ თავისი ნამუშევარი.
3.მიზნის შესაბამისი დავალებები- ღია და დახურული ტესტები, მცდარ და ჭეშმარიტ მსჯელობებზე დაფუძნებული დავალებები , არჩევით-ბოლიანი დავალებები, შესაბამისობაში მოსაყვანი დავალებები.
4.ვრცელი წერითი დავალებები-მოკლე კითხვები და ესეს კითხვები კვლევაზე      დაფუძნებული ესეები

5.სტრუქტურირებული კითხვები-მონაცემებზე დაფუძნებული კითხვები- მოსწავლემ იცის რა მოითხოვება მისგან. ასეთ კითხვებში უნდა მოხდეს მოცემული ინფორმაციის ანალიზი და ინტერპეტაცია. სასურველია, თუ ასეთ კითხვებში გამოყენებულ იქნება რაც შეიძლება მეტი  ილუსტრაცია და გრაფიკული გამოსახულებები.
9
რისი მეშვეობით მოიპოვება მოსწავლის შესაფასებელი ინფორმაცია?
მოსწავლეების შესახებ   ინფომაციის უმეტესი ნაწილი მოიპოვება ყოველდღიური დაკვირვების პროცესში, განსაკუთრებით, ეფექტური გამოკითხვის და დისკუსიის პროცესში. ასეთი დაკვირვება აუცილებელია დასკვნების გამოსატანად იმის შესახებ,  თუ რა იციან  მოსწავლეეებმა, რა არის მათი ძლიერი და გასაუმჯობესებელი  მხარეები, რათა შერჩეულ იქნას სათანადო სწავლების სტრატეგიები, დაასახული მიზნების მისაღწევად.
იმ ხერხის ცოდნა რომელიც დამეხმარება თუ როგორ უნდა მოვიპოვო მოსწავლზე ღირებული ინფომაცია. 
აქტივობები მოსწავლეზე ღირებულ ინფომაციი მოპოვებისთვის:

1.ინფორმაციის მოპოვება პირველადი და მეორადი წყაროებიდან;

2.ველზე დაკვირვება; მარტივი ცდების

3. შედეგად  შესაძლო შედეგების პროგნოზირებას;

 4.სამუშაო ფურცლების შევსებას;

5.ზეპირ პრეზენტაცია;

6.წერით სამუშაო;

7. საკლასო ტესტებს;

8. რუკების შედგენა და ანალიზი;

9.გრაფიკების გამოყენება და ინტერპრეტაცია;

10.ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულ მედიის საშუალებებიდან;

11.გეოგრაფიული კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება და დაკვირვების შედეგების პროექტის სახით წარმოდგენა.
10
რას მოიცავს მოსწავლის პროგრესის ამსახველი დოკუმენტაცია?
მოსწავლის პროგრესის ამსახველი დოკუმენტაცია შეიძლება მოთავსდეს მოსწავლის პორტფოლიოში.
რა შეიძლება განვათავსოთ მოსწავლის პორთფოლიოში.
ვისწავლე თუ რა ინფორმაციის შენახვა შეიძლება პორტფოლიოში. ესაა მარტივი დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს მოსწავლის ძალისხმევას და შეიძლება მოიცავდეს რუკაზე ნამუშევარს, შექმნილი მოდელის ფოტოს, მონახულებული ადგილების შესახებ ჩანაწერებს და სურათებს, ექსპერიმენტების ამსახველ დოკუმენტაციას, მოსწავლის ჩანაწერებთან ერთად,  სამუშაო ფურცლის სახით, ან კვლევას მეორადი წყაროებიდან, როგორიცაა ინტერნეტი, მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოები კარგი საშუალებაა შეფასებისთვის, არ არსებობს რაიმე სახის პორტფოლიოს წარმოების   სტანდარტიზებული მოთხოვნები სკოლებისათვის.
11. ვის ეკუთვნის პირველი იდეა  იმის შესახებ, რომ კონტინენტები ყოველთვის არ იყო დღევანდელ მდგომარეობაში?
ალფრედ ვეგენერს.
რა ბუნების/წარმოშობისაა ის ძალები, რომლებიც ფილებს უბიძგებენ მოძრაობაში?   და მსგავსი  პროცესები თუ არსებობს ან არსებობდა  მზის სისტემის სხვა პლანეტებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ფილების ტექტონიკის თეორია  დღეს  სამეცნიერო საზოგადოებაში ფართოდაა მიღებული,  თეორიის ზოგ ასპექტს ჯერ კიდევ განიხილავენ.  
12
რით ამტკიცებდა ვეგენერი  წარსულში სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტების ერთიანობას? 
ვეგენერი დააინტერესა იმან, რომ სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთთან მისადაგებულ სანაპირო ზოლზე, რომელიც ახლა ატლანტიკის ოკეანის მიერ არიან გამოყოფილნი, შეინიშნებოდა მსგავსი გეოლოგიური აგებულება და ასევე  ნაპოვნი მცენარეების თუ ცხოველების  ნამარხების მსგავსება. ის ფიქრობდა, რომ ამ ორგანიზმებისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო ასეთი უზარმაზარი ოკეანეების გადმოცურვა ან რამე სახით ტრასპორტირება.   მისთვის აფრიკის და სამხრეთ ამერიკის სანაპირო მიდამოებში იდენტური ნამარხების ნიმუშების  არსებობა ყველაზე უტყუარი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ეს ორი კონტინეტი ერთ დროს გაერთიანებული იყო. 
რა ძალები შეიძლება ყოფილიყვნენ ამდენად ძლიერი, რომ ასეთი მყარი  და დიდი ფილები ასეთ დიდ დისტანციაზე გადაეტანათ?
ვეგენერის აზრით,  კონტინეტებმა ოკეანის ფსკერზე გზა გაიკვალეს  სხვა მიმართულებით, მაგრამ ჰაროლდ ჯეფრიმ, ცნობილმა ინგლისელმა გეოფიზიკოსმა წამოაყენა აზრი, რომ შეუძლებელია ასეთი მყარი  და დიდი ფილები დამსხვრევის გარეშე ფიზიკურად გადაადგილდნენ ოკეანის ფსკერზე.
13
რომელმა ოთხმა მნიშვნელოვანმა მეცნიერულმა მიღწევამ გაამყარა ლითოსფეროს ფილების ტექტონიკის  თეორია?
1) ოკეანის ფსკერის უსწორმასწორობის და  ახალგაზრდობის  დემონსტრირება;
 2) დადასტურება იმისა, რომ გეოგლოგიურ წარსულში  დედამიწის  მაგნიტური ველი  მრავალჯერ შეიცვალა;
3) ზღვის ფსკერის  გაფართოების ჰიპოთეზის  წარმოშობა  და მასთან ასოცირებული ოკეანის ქერქის რეცირკულაციის ცნება;
4) ზუსტი დოკუმენტირება იმისა, რომ მსოფლიოში არსებული მიწისძვრები და ვულკანური აქტივობა კონცენტრირებულია  ოკეანური ღრმულების და წყალქვეშა მთის გრეხილების გასწვრივ.
ოკეანის ფსკერის რუკის შედგენა
დედამიწის ზედაპირის  თითქმის ორი მესამედი ოკეანის ქვეშაა.  ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში  რამოდენიმე უშიშარმა  ზღვით მოგზაურმა ხელის ლოტის მეშვეობით აღმოაჩინა, რომ ღია ოკეანე სიღრმის თვალსაზრისით  შესაძლოა დიდად  განსხვავებული იყოს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ოკეანის ფსკერი ბრტყელი ვერ იქნებოდა. 
14
მოძებნე სტატიაში  „ლითოსფეროს  ფილები  (ტექტონიკა)“ შენთვის უცნობი ახალი ტერმინები, ცნებები და განმარტე ისინი.
ბათიმეტრიული რუკა 
ბათიმეტრიული რუკა იზობათების მეშვეობით წყალქვეშა რელიეფის ამსახველი გეოგრაფიული რუკა.
ბათიმეტრიული მეთოდი 
პირველად გამოიყენა 
ჰოლანდიელმა მეცნიერმა 
. ანსელინმა ქალაქ 
როტერდამის გეგმაზე
მდინარე მაასის სიღრმეთა
აღსანიშნავად (1697). 
ბათიმეტრიული
არტოგრაფიის შემდგომი
განვითარება დაკავშირებული 
იყო ექოლოტის საშუალებით
წყალქვეშა რელიეფის 
მასობრივ კვლევა-ძიებასა
და გეომორფოლოგიური 
ინტერპოლაციის 
მეთოდების
გაუმჯობესებასთან.
15
რა არის ოკეანური კონვერგენცია?
ოკეანური კონვერგენცია გულისხმობს, ოკეანური ქერქის დანგრევას.  
როგორ მიმდინარეობს ოკეანური ქერქის კონვერგენცია.
ქერქის ასეთი
 განადგურება
 (გადამუშავება) 
კონვერგენტული
 საზღვრების გასწვრივ
 ხდება,  სადაც ფილები
 ერთმანეთის 
მიმართულებით
 მოძრაობენ.
კონვერგენცია  
შეიძლება მოხდეს 
ოკეანის და დიდ 
კონტინენტურ 
ფილებს შორის,
 ან ოკეანის ორ დიდ 
ფილას  შორის, 
ან ორ დიდ 
კონტინენტურ 
ფილას შორის.
16
ხუთივე გეოგრაფიული უნარის გამოყენებით შეადგინეთ კვლევის მოკლე მაგალითი
ხუთი გეოგრაფიული უნარი:
1.      გეოგრაფიული კითხვების დასმა
2.      გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვება
3.      გეოგრაფიული ინფორმაციის ორგანიზება
4.      გეოგრაფიული ინფორმაციის ანალიზი
5. გეოგრაფიულ კითხვებზე პასუხების გაცემა.
სწორად შევადგინო კითხვები საკვლევ მასალისთვის ხუთი გეოგრაფიული უნარის გამოყენებით.
1. სად მდებარეობს ავსტრალიის კონტინენტი?

2.რა თვისებებით ხასიათდება ავსტრალიის ისტირიული განვითარება და სამეურნეო ათვისება?

 3. როგორ გავლენას ახდენს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები ავსტრალიის მეურნეობის სტრუქტურაზე და განლაგებაზე?
17
სტატიაში ჩამოთვლილი უნარებიდან ამოირჩიეთ ერთი, დაასაბუთეთ მისი მნიშვნელობა და მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითი თქვენი პრაქტიკიდან. თუ როგორ ახერხებთ გაკვეთილზე ამ უნარის განვითარებას.
 
ü  უნარი - გეოგრაფიული კითხვის დასმა:
გეოგრაფიული კვლევა ეს არის სურვილი და შესაძლებლობა დასვა და უპასუხო კითხვებს გეოსივრცითი ფენომენების შესახებ. ძირითადი გეოგრაფიული კითხვებია: სად მდებარეობს? რატომ მდებარეობს იქ? რა მნიშვნელობა აქვს მდებარეობას? რაც უფრო მეტ კითხვას სვამენ მოსწავლეეები, მით მეტად აღრმავებს ეს მათ  სივრცითი აღქმის ორგანზებას. 
კითხვის სწორად დასმა.
მოსწავლეებს უნდა ვთხოვ  მოიფიქრონ ამა თუ იმ  კითხვის შასაძლო პასუხები, ამის შედეგად ყალიბდება ჰიპოთეზები, რაც ერთმანეთთან აკავშირებს კითხვებს და პასუხებს. ჰიპოთეზები გვეხმარება ინფორმაციის მოძიებაში. გეოგრაფია გამოირჩევა იმ კითხვებით, რომლებსაც ის სვამს საკითხის ან პრობლემის შესახებ: “სად,რატომ?“ აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა განავითარონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ეს კითხვები. 
18
რა არის „მიზნის შესაბამისი დავალება“?
მიზნის შესაბამისი დავალება უკავშირდება გაკვეთილის ან შესასწავლი თემის სასწავლო მიზანს. 
როგორ გამოვიყენო?
პირველ რიგში გადავხედოთ გაკვეთილსა და შესასწავლი თემის მიზნებს , შემდეგ შევადგინოთ სასწავლო მენიუ, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს, მიაღწიონ სასწავლო მიზნებს სხვადასხვა აქტივობების განხორციელების გზით. გავიხსენოთ, რა ვიცით ჩვენი მოსწავლეების სწავლის სტილის, ინტერესებისა თუ მზადყოფნის დონის შესახებ და შევიმუშავოთ აქტივობები ამ ასპექტის გათვალისწინებით.
19
რა უპირატესობას აძლევს ადამიანს GPS-ის გამოყენება?
მოსწავლეებისთვის აუცილებელია გეოგრაფიული უნარების განვითარება, რათა მათ დაადგინონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, სივრცობრივი განაწილება და ასოციაციური კავშირები პროცესებსა და  მოვლენებს შორის.ამ ყველაფერში კი ეხმარებათ GPS-ის ცოდნა. რომელიც ეხმარება მონაცემები სივრცეში ზუსტად განათავსონ.
მინდა პრაქტიკაში ვიცოდე  GPS-ის გამოყენება. 
განთავსების გლობალური  სისტემები (GPS) ფართოდ არის გამოყენებული სხვადასხვა ციფრულ ტექნოლოგიებში, მათ შორის მობილურ ტელეფონებში.მოსწავლეებში გეოგრაფიული უნარების განსავითარებლად საჭირო საშუალებებს მოიხსენიებენ, როგორც „კრიტიკული აზროვნების უნარებს“. ეს უნარები, არ არის მხოლოდ, ვიწრო გაგებით, გეოგრაფიული და შეიძლება
გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სააზროვნო პროცესებისთვის, როგორებიცაა შემეცნება, დასკვნის გაკეთება, ანალიზი, შეფასება ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, ინფორმაციის განზოგადება, პროგნოზების გაკეთება, პრობლემების გადაწყვეტა და გადაწყვეტილებების მიღება. 










2. რეფლექსია კოლეგებთან შეხვედრების

ორგანიზება/შეხვედრებში მონაწილეობა.



 სახელი: ეკატერინე

გვარი: გოგოლაძე     

სკოლა:  N126-ე საჯარო სკოლა     




      ჩემი რეფლექსია ეხება მილენიუმის ტრენინგის შემდგომ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებს. 

  ტრენინგის გავლისას სიღრმისეულად შევისწავლე  მოსწავლის - გენდერული, სოციალური, კოგნიტური, სპეციალური საჭიროებები და ბევრი სხვა საკითხები. თუ როგორ უნდა გამოვიყენო დიფერენცირებული სწავლება საკლასო ოთახში მოსწავლის ინტერესებიდან  გამომდინარე; როგორ ავამაღლოთ მოსწავლის მოტივაცია; როგორ დავგეგმოთ და წავრმართოთ სასწავლო პროცესი მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოყენებით; ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას; შევქმნათ გაზომვადი სასწავლო მიზნების ტაქსონომოები სასწავლო გეგმების შესაბამისად; განვსაზღვროთ შეფასების ძირითადი პრინციპები( სანდოობა, ვალიდობა. გამჭვირვალობა, ობიექტურობა); მოვახდინოთ სწავლების მოდიფიცირება - გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით; 


ტრენინგის მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ გავიცანი სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, შეიქმნა ჯანსაღი და მეგობრული გარემო რამაც უფრო მეტად შესძინა ხიბლი ჩვენს მილენიუმს. მეტად მნიშვნელოვანი იყო ტრენინგის შემდგომი შეხვდრებიც. სადაც მასწავლებლები ტრენინგზე შეძენილ ცოდნას ერთმანეთს ვუზიარებდით. გავმართეთ დისკუსია,  გამოვკვეთეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები რომელიც დაგვეხმარებოდა კლასის მართვაში. პრობლემური საკითხებიდან ერთ-ერთი იყო დიფერენცირებული სწავლება.


-      ეს თეორია გვთავაზობს სტრატეგიებს, რათა განსაკუთრებული პირობები შევუქმნათ თითეულ მოსწავლეს კარგად სწავლითვის.  სწავლებისას გაკვეთილზე სისტემატურად იცვლება: შინაარსი, პროცესი და პროდუქტი. ამიტომ, დიფერენციციის თეორიის პრაქტიკაში გამოყენებისას: მასწავლებელმა ზუსტად იცის, რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილში; მაწავლებელი აცნობიერებს, აფასებს და ეყრდნობა მოსწავლეთა შორის განსხვავებებს;  სწავლება და ურთიერთ შეფასება ურთიერთკავშირშია;  მასწავლებელი აკვირდება და არეგულირებს შინაარსს, პროცესს და შედეგს; 

    სასწავლო პროცესის დაგეგმისას მასწავლებემა უნდა გაითველისწინოს სწავლის მოდალობები: 1. სმენითი;  2.ვიზუალური;  3. კინესთეტიკური.

დიფერენციაციის თეორია გვთავაზობს სტრადეგიებს, რომლებიც ეხმარება  მასწავლებელს განსაკუთრებული პირობა შეუქმნას თითეულ მოსწავლეს კარგად სწავლისთვის.  ამისთვის იყენებს სხვადასხვა სასწავლო მასალებს, განსხვავებულ დავალებებს და სხვაგვარ პრაქტიკას;  აცნობიერებს მოსწალეთა შორის განსხვავებას და ახერხებს ლავირებას.
  ყოველივე  ეს ზრდის მოსწავლის ჩართულობას სასწავლო პროცესში, მისი მოტივაცია საკმარისია, რათა მოხდეს სწავლება. მოსწავლეებს განუვითარდება  სააზროვნო უნარები და საბოლოო ჯამში სწავლება იქნება ეფექტიანი.
-         ანალიტიკური და ჰოლისტიკური რუბრიკების შექმნა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს : ობიექტურიობა, სანდოობა, ვალიდობა და გამჭვირვალობა;

-         კლასის  მართვის აქტივობების დაგეგმვა;

-         პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილების აქტივობების შერჩევა და ა.შ.

   აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჯგუფემა ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ მიერ გამოკვეთილ პრობლემების მოგვარებაში.  საკუთარი აზრი გავუზიარეთ ერთმანეთს და გავეცანით შესაბამის უკუკავშირს.

     მიღებული ინფორმაციის შემდეგ  დავწერეთ გაკვეთილის გეგმა და განვახორციელეთ ჩვენთვის სასურველ კლასში (გაკვეთილის გეგმა იხილეთ გაკვეთილების გეგმების გაჯეტში). გაკვეთილის განსახორციელებლად ავირჩიე მე-7 კლასი, თემა: ,,ლითოსფეროს სტიქიური მოვლენები“. გავწერე არსებული გეგმის მიხედვით გაკვეთილის მიზები, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე იყო აგებული, და დავსახე აქტივობები, ორგანიზების ფორმებისა და დროის მიხედვით. შევეცადე აქტივობებში მკვეთრად ამესახა მოსწავლის ქცევა, პირობა და მიღწევადობის დონეები.  გაკვეთილის გეგმას დავურთე ანალიტიკური  შეფასების რუბრიკა.

  ჯგუფების შემდეგ შეხვედრაზე მოხდა ჩატარებული გაკვეთილების გარჩევა. სადაც დეტალურად განვიხილეთ აღნიშნულმა მეთოდებმა  თუ რა შედეგებზე გაგვიყვანა. ვისაუბრეთ აქტივობების ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რამდენად მორგებული იყო აქტივობები ყველა მოსწავლეზე, მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს, რა გამოგვივიდა კარგად და რას გამოვასწორებდი სამომავლოდ, როგორ შევაფასებდით ჩვენ მიერ მიღწეულ შედეგებს და ა. შ. რის შემდეგ კოლეგებმა რეკომენდაციების სახით მივეცით რჩევები ერთმანეთს განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე.

    აღნიშნული ტრენინგი საინტერესო იყო პირადად ჩემთვის. განსაკუთრებით მომეწონა   კოლეგებთან თანამშრომლობა რადგან პროფესიული რჩევა ზოგადად განახებს იმ ხარვეზებს რაც შეიძლება მუშაობის დროს დაუშვა. 
   




ქ. თბილისის სხვადასხვა სკოლის გეოგრაფიის პედაგოგები
მილენიუმის ტრენინგზე, ტრენინგის ავტორი ქალბატონი მაია ბლიაძე





                                       

3. პროექტი - ,,ერთად დავრგოთ მომავლის ხე" 

რეფლექსია




    ქ. თბილისის N126 საჯარო სკოლაში  შევქმენი კლუბი სახელით ,,ნორჩი გეოგრაფები“, რომელიც დაკომპლექტებულია მე-101 და მე-102 კლასის მოსწავლეებით. აღნიშნულმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა გრძელვადიან  პროექტში, რომელიც ხორციელდებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამოქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ,,ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტების  ხელშემჭყობის“ პროგრამის ფარგლებში.  აღნიშნული პროექტი დაფინანსდა მერიის მიერ 1300 ლარით, რომლის შემდეგ მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით დაგეგმეს პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი აქტივობები.




პროექტის თემად ავირჩიეთ   2014 წელს საქართველოს მთავრობის მიერ  მიღებული გადაწყვეტილება ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ, სადაც კლუბის წევრები ,,ნორჩი გეოგრაფები“ აწარმოებდნენ კვლევას   ჰაერის დამაბინძურებელ ფაქტორებზე. ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი  გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე კერძოდ: 

ცოცხალ არსებებს უზიანებს ფილტვებს, იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს,
 ხეებსა და სხვა მცენარეებს გახმობით და გადაშენებით ემუქრება. გარდა
ზემოაღნიშნული ფაქტებისა ავტომანქანების ტექნიკური გაუმართაობა, იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიციცხლეს.

   მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აწარმოეს კვლევები:  ჰაერის დაცვით მონიტორინგის სადგურზე, საწვავზე - ვისოლის კომპანიაში, შექმნეს ბუკლეტები მოსახლეობაში ინფორმაციის გაზიარებისთვის, დარგეს იპოდრომზე და სკოლის მიმდინარე ტერიტორიაზე ნერგები, რათა მცირედი წვლილი შეეტანათ ამ პრობლემის მოგვარების საქმეში. კვლევების შეჯამების მიზნით 24 მარტს ჩატარდა  კონფერენცია.  სადაც კლუბის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი კვლევების შედეგები და გამოთქვეს მოსაზრება არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. დეტალურად განიხილეს  აღნიშნული პრობლემები და გამოთქვეს ვარაუდი პრობლემის თავიდან აცილების შესაძლო გზებზე.

პროექტი წარმატებით დასრულდა აქტივობები განხორციელდა   არსებული გეგმის თანმიმდევრობთ.  კერძოდ:
                 1)    ფილმის ჩვენება და განხილვა: ,,კაცი რომელიც ხეებს რგავდა“;
               2) ჰაერის ხარისხის  მონიტორინგის სადგურზე გაზომვა, მიღებულ მონაცმების     შეინახავა,  ანალიზის გააკეთება და ინფორმაციის    შეგროვება;

   3) ლაბორატორიულად გამოიკვლიეს   ავტოსაწვავის ელემენტარული
       შემცველობა. კვლევის დროს  გამოიყენეს რაოდენობრივი  ანალიზი მეთოდები  დაადგინეს   საწვავში შემავალი ნივთიერებების      არსებულ ოდენობა.

          4) ინტერნეტით მოიძიეს ინფორმაცია  კანონმდებლობის   საკითხებზე,  გაეცნენ კანონებს, რომ სუფთა ჰაერი ადამიანის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებაა.

       5) ინფორმაციის გაზიარებისთვის შეიქმნა საინფორმაციო ბუკლეტები  და დარიგდა    მოსახლეობაში.

         6) განხორციელდა მოსწავლეების ,,გარდენიას“ სანერგეში წაყვანა, ნერგების შერჩევა, რომელიც დაირგა  იპოდრომზე და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
       7)  პროექტის საბოლოო ჩვენებისთვის დამზადდა ბანერი , სადაც ასახულია ბავშების       აქტივობები.

         8)  24 მარტს კი ჩატარდა პროექტის დასკვნითი ჩვენება კონფერენციის სახით.

პროექტის მსვლელობისას აქტიურად გვქონდა  კავშირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების სპეციალისტთან  ქალბატონ ანა სარიშვილთან,  რომელიც გვეხმარებოდა - ბუკლეტების, მაისურების და ბანერის დიზაინის შერჩევაში.
  ასევე მწვანეთა მოძრაობის /დედამიწის მეგობრები - საქართველოს აღმასრულემელი საბჭოს წევრი ბატონი ნიკოლოზ ინაშვილი. რომლის რეკომენდაციით შევარჩიეთ იპოდრომის ტერიტორია,  ,,კვიპაროსის“ ნერგების დასარგავად.

     პირადად მე,  მიხარია სიახლის შემოტანა საგანმანათლებლო სისტემაში, ვსწავლობ რათა უკეთ ვასწავლოსიახლე სწავლებისას  იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას
    ამ პროექტის   განხორციელებისას მოსწავლეები აქტიურად  ჩაერთნენ დაგეგმილ ყველა აქტივობაში, მათ ძალიან მოეწონათ გეოგრაფიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება,  მათი მოტივაცია უფრო ამაღლდა  იმის გამო რომ,   ისინი ახდენდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ურთიერთ თანამშრომლობას, იყენებდნენ  თანამედროვე ტექნოლოგიის სხვადასხვა სახეობას, აუმჯობესებდნენ ცოდნას ელექტრონული რესურსის შესაქმნელად (ბუკლეტებისა და  ბანერის დიზაინის შექმნა) მოაწყეს კონფერენცია, სადაც თვითონვე წარადგინეს შექმნილი რესურსები და ისაუბრეს  პროექტში  მათ  მიერ განხორციელებულ აქტივობებზე , მოსწავლეთა ცოდნა გახდა უფრო მყარი, რაც არის სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც  მქონდა მიზნად დასახული. 



                                                            პროექტის შეფასება

ძლიერი მხარე

სუსტი მხარე

       ყველა მოსწავლე
              მოტივირებულია;
        კლასის ყველა მოსწავლეა
              ჩართული;
        ახალი საინტერესო თემები;
        შემოქმედებითობა;
        დროის ფასის  სწავლა;
        აუდიტორიასთან კომუნიკაციის
             უნარი;
        პრეზენტაციის უნარი.

დროის მართვა  შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. შეფერხდა ზოგჯერ ავადმყოფობის, ზოგჯერ სიზარმაცის გამო.


                               პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიები

დაკვირვების   საგანი
  კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა
ჯგუფში?
შედგა.
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია?
ამ ასაკში ისედაც მოტივირებულნი არიან ,მაგრამ  სხვადასხვა ასაკის კლასების მონაწილეობამ, ერთმანეთთან   დასწრებამ მოტივაცია  კიდევ უფრო აამაღლა.
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი?
ჰქონდა, მასწავლებლები ხვდებიდნენ  კვირაში ერთხელ, ხოლო როცა  ახლოვდებოდა პრეზენტაციის დღე, ვხვდებოდით ყოველდღეც.


მასწალებლის თვითშეფასება


  როგორც აღვნიშნე, ამ პროექტის განხორციელება ჩემი მოსწავლეების დამსახურებაა. იდეა და პროექტის სათაურიც ფილმის ჩვენებიდან წამოვიდა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. პროექტის დასრულებისას  მიხვდნენ, რომ შრომის  გარეშე  არაფერი მიიღწევა. ვფიქრობ მომავალში  პროექტის  განხორციელებისას  გავითვალისწინო:

   -   დროის მართვაში დაშვებული ხარვეზები ;
   -   პრეზენტაციის ხარისხი;
   -  ბავშვებს დავავალო ინტერვიუ  მასწავლებლებთან ;
   -  შესაძლებელია ჟურნალის ელექტრონული ვერსიის შექმნა და პრეზენტაცია;
   -   შეიძლება შეფასების რუბრიკას დაემატოს  თავიანთი  ჩანაწერები, როგორ       მუშაობდნენ      პროექტზე -წარმოდგენილი ცხრილის, სქემის, დიაგრამის სახით;
   -   შევქმნა პატარა ფილმი დასაწყისიდან დასასრულამდე.


ანალიტიკური შეფასების რუბრიკა


პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი -  1 ქულა
დამაკმაყოფილებელი -2 ქულა
კარგი - 3 ქულა
ძალიან კარგი - 4 ქულა

თანამშრომლობა
თანაკლასელებთან
არ თანამშრომლობს
ჯგუფის წევრებთან
იშვიათად თანამშრომლობს
ჯგუფის წევრებთან
ხშირად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან  
ყოველთვის თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
წარდგენის უნარი
არადამაჯერებელია და უინტერესოდ წარადგენს პრეზენტაციას,
პრეზენტაციის წარმოდგენის დროს უშვებს  შეცდომებს, გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ  გამოთქვას ვარაუდის და ვერ შეიმუშავებს სტიქიურ უბედურების თავიდან აცილების ღონისძიებებს.
პრეზენტაციის წარმოდგენის დროს უშვებს  შეცდომებს, გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უჭირს გამოთქვას ვარაუდი და შეიმუშავოს სტიქიურ უბედურების თავიდან აცილების ღონისძიებები.
პრეზენტაციის წარმადგენის დროს უშვებს  მცირე შეცდომებს გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს და შეიმუშავებს სტიქიურ უბედურების თავიდან აცილების ღონისძიებებზე.
პრეზენტაციის დროს გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს და შეიმუშავებს სტიქიურ უბედურების თავიდან აცილების ღონისძიებებს. მსჯელობს მათ აუცილობლობაზე.
აუდიტორიასთან მუშაობა
ვერ პასუხობს აუდიტორიისბ კითხვებს  ვერ ამყარებს ვიზუალურ კონტაქტს.
უჭირს პასუხის გაცემა  აუდიტორიისთვის, ვერ ამყარებს ვიზუალურ კონტაქტს.
იშვიათად პასუხობს აუდიტორიის კითხვებს, ამყარებს მათთან ვიზუალურ კონტაქტს.
ყოველთვის პასუხობს აუდიტორიის კითხვებს, ამყარებს მათთან ვიზუალურ კონტაქტს.
დროის ლიმიტი
ვერ აკონტროლებს დროს
ცდილობს მაგრამ ვერ ახერხებს დროის გადანაწილებას.
მცირე დროის აცდენა
სრულიედ აქვს დრო გადანაწილებული




4. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა


   სახელი: ეკატერინე
  გვარი: გოგოლაძე     
  სკოლა:  N126-ე საჯარო სკოლა     



#
საჭიროება
აქტივობა
პერიოდი
აქტივობის განხორციელების ინდიკატორი
1

მოსწავლე ტოლერანტობის წახალისების მიზნით შევეცდები მათი პიროვნულ, კულტურულ, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება გამოვიყენო როგორც რესურსი.
 ჯგუფურ მუშაობ პროექტებზე.
იანვარი
თებერვალი 2016
თვითშეფასების ცხრილი,
ლიტერატურის დამუშავება
იანვარი
თებერვალი 2016
თვითშეფასების ცხრილი,
სხვადასხვა რესურსების შექმნა
იანვარი
თებერვალი 2016
კოლეგის უკუკავშირი
2

რთულ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა რომ შევძლო, მივცემ მკაფიო მითითებებს, გამოვიყენებ ვიზუალურ თვალსაჩინოებს.

მოსწავლეებთან ერთად შევადგენ ქცევის წესებს და სანქციებს.
იანვარი
თებერვალი 2016
თვითშეფასების ცხრილი
მონიტორინგ წარმოება.
იანვარი
თებერვალი 2016
თვითშეფასების ცხრილი
ერთობლივად გავაკეთებთ კედლის გაზეთებს
იანვარი
თებერვალი 2016
თვითშეფასების ცხრილი
3

მოსწავლეთა დაინტერესების და მოტივაციის გაზრდის მიზნით თავად შექმნან და მოიძიონ სასწავლო რესურსები. წასახალისებლად რესურსების კონკურსს გამოვაცხადებ.



თვალსაჩინოებების აქტიური გამოყენება.
მარტი აპრილი 2016
თვითშეფასების ცხრილი
სასწავლო რესურსებ (რუკები, სახელმძღვანელოები),
მარტი აპრილი 2016
თვითშეფასების ცხრილი
კონკრეტულ  საკითხებთან დაკავშირებით  სლაიდებ შექმნა.
მარტი აპრილი 2016
თვითშეფასების ცხრილი
4
უმჯობესია მოსწავლეებთან ვითანამშრომლო, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დავგეგმო აქტივობები, წინასწარ გავაცნო მიზანი და მოსალოდნელი შედეგები.
შიდა სასკოლო  კონფერენციის  მოწყობა 
აპრილი მაისი  2016
კოლეგის უკუკავშირი
კონფერენციის პროცესის ანალიზი და მსჯელობა ერთობლივად

აპრილი მაისი  2016
თვითშეფასების ცხრილი
5
უფრო ხშირად დავგეგმავ გაკვეთილებს ერთობლივად, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლის ისეთ სტრატეგიის განვითარებას, როგორიცაა სააზროვნო პროცესები, წინასწარ გავაცნობ მნიშვნელოვან ტერმინოლოგიას რათა ახალი მასალა უფრო გაითვიცნობიეროს.
ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა
თებერვალი 2016
თვითშფასების ცხრილი,

ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება
მარტი 2016
კოლეგების უკუკავშირი
საგაკვეთილო პროცესის ანალიზი და მსჯელობა ერთობლივად

აპრილი მაისი 2016
თვითშეფასების ცხრილი
6
მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით ვავალებ თავად შექმნან და მოიძიონ სასწავლო რესურსები წასახალისებლად რესურსების კონკურს გამოვაცხადებ


ინფორმაციული -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწავლო პროცესში
აპრილი მაისი
2016
თვითშეფასების ცხრილი
სასწავლო ელექტრონული რესურსის შექმნა და გამოყენება
აპრილი მაისი
2016
კოლეგის უკუკავშირი
7
ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით კარგი იქნებოდა , რომ შემეთავაზებინა ეფექტური და კონსტრუქციული უკუკავშირებიდამესვა კითხვები და მომეხდინა მონიტორინგი შეფასების რუბრიკებიდან გამომდინარ.
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები/მეთოდები


მარტი, აპრილი , მაისი 2016
თვითშეფასების ცხრილი, კოლეგის უკუკავშირი
შეფასების ცხრილების, რუბრიკების შექმნა.
მარტი, აპრილი, მაისი  2016
კოლეგის უკუკავშირი





5. მასწავლებლის 2015-1016 სასწავლო წლის პროფესიული განვითარების


ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა


სახელი: ეკატერინე
  გვარი: გოგოლაძე     
  სკოლა:  N126-ე საჯარო სკოლა     


#
საჭიროება
აქტივობა
პერიოდი
აქტივობის განხორციელების ინდიკატორი
კომენტარი/ შენიშვნა
1
შეფასება . მოსწავლეთათვის ეფექტური უკუკავშირის მიცემის სტრატეგიების  ქონა.


„კრიტიკული მეგობარი“
სასწავლო პროცესში მასწავლებელთა
ურთიერთ დაკვირვება


 თბერვალი 2016
 კოლეგების უკუკავშირის


ურთიერთ დასწრება და  თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;

მაისი 2016
კოლეგის უკუკავშირი

2
 სასწავლო პროცესში მოსწავლეა სრულად ჩართვის  სტრატეგიების პოვნა
ურთიერთ დასწრება

მარტი 2016
დაკვირვების რუბრიკა

ფოკუსირებული დაკვირვება

აპრილი 2016
თვითშეფასების ცხრილი

3
საკუთარი საქმიანობის კვლევა

ინფორმაციის შეგროვება

იანვარი
 2016
თვითშფასების ცხრილი,



საქმინობის პროცესის ანალიზი და თვითრეფლექსია

თებერვალი-მაისი
 2016
თვითშეფასების ცხრილი

Комментариев нет:

Отправить комментарий