კლუბის კურატორი --- გეოგრაფიის მასწავლებელი ეკატერინე გოგოლაძე
კლუბის სლოგანი ------- ,,რასაც გადავარჩენთ ის გადაგვარჩენს"
კლუბის ლოგო
1.1 კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით;
1.2 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო;
1.3 კლუბის იურიდიული მისამართი: ვაჟა-ფშაველას N
2. კლუბში გაწევრიანება;
2.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია და იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა გაერთიანების წევრი;
2.2 კლუბის წევრი შეილება გახდეს ქ. თბილისი N126 საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეები რომლებიც იზიარებენ კლუბის მიზნებს
2.4 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე
2.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მოვალეობა მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში დაიცვას წესდების მოთხოვნები შეასრულოს დავალებები
2.6 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტაციასთან შეთანხმების გარეშე
2.7 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან
2.8 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი ეწინააღმდგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და კლუბის არსებობის ვადის გასვლის შემდეგ.
3. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილების მიღება;
3.1 კლუბი შედგება კლუბის წევრობისაგან, რომელთა რაოდენობა არაუმეტეს თხუთმეტი მოსწავლიას
3.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომლის უფლებამოსილება უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი პირებთან ურთიერთობისას უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, დანიშნონ კლუბის წევრებისგან ერთ-ერთი მოადგილედ გაანაწილოს ფუნქციები მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
3.3 კურატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას ერთპიროვნულად.
3.4 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცოდ სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადე გადააყენოს კურატორი
3.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 8 თვის ვადით.
4. კლუბის მუშაობა
4.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ ორჯელ თვეში
4.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4
5. კლუბის რეორგანიწება და საქმიანობის შეწყვეტა.
5.1 კლუბის რეორგანიზაცია ხორციელდება ამ დებულებისთვის
5.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილებით მიზნების მიღწევის შემთხვევაში
6. დასკვნითი დებულებები
6.1 წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან
6.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით;
ქ. თბილისი N126 საჯარო კოლა
03.10.2023
- სამშობლოს უკეთესი შესწავლა
- საქართველოს და მსოფლოს მოვლენების შემეცნება
- ადგილობრივი გეოგრაფიის შესწავლა
- ცოდნის მიღების ინტერესის გაღვივება
- შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საწყისების უნარების განვითარება.
- კომუნიკაციის უნარების გამომუშავება:
- გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება;
- უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწავლობენ მოვლენათა შეფასებას;
- მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
კლუბში წევრობის განაცხადი
სახელი, გვარი: ——————–
კლასი :
ასაკი:
საკონტაქტო ინფორმაცია: ———————
(მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა)
ჩემი ინტერესები: ———————————————————————————————–
რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო გეოგრაფიის კლუბში მუშაობა ,რას მოელი ამ საქმიანობისგან: ————————————————————————————
გეგმა:
გეოგრაფიული კლუბის " ახალგაზრდა მკვლევარების" სამუშაო გეგმა და განხორციელებული აქტივობები
3 ოქტომბერი ---- პირველი შეხვედრა
ა) კლუბის კონცეფციის გაცნობა. განცხადებების მიღება;
ბ) კლუბის წესდების გაცნობა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
05.10.2023 - 20.02.20
ინტეგრირებული პროექტი - კაზრეთის პრობლემა თუ ნათელი მომავალი
სკოლის დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისი N126 საჯარო სკოლა
გეოგრაფიი პედაგოგი - ეკატერინე გოგოლაძე
ქიმიის პედაგოგი - ლევან სამარგულიანი
საფეხური - საბაზო IX კლასი
პროექტის თანამონაწილე კომპანია - ,,არემჯი გოლდი" RMG
მდგრადი განვითარების მიმართულება: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, სუფთა წყალი და სანიტარია, კლიმატის მდგრადობის მიღწევა.
I. პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან/ზოგად
განათლების კანონთან:
ზოგად განათლების ეროვნულ მიზნებში მოცემულია, თუ რა უნდა შეძლოს მოზარდმა სკოლაში მიღებული ცოდნის საფუძველზე. ცხრა ძირითადი მიზნიდან მეორე პუნქტია „ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა: მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო“. ამავდროულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ხელი უნდა შეუწყონ მოზარდის ჩამოყალიბებას პატრიოტ, დამოუკიდებელ, შემოქმედებით, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებულ და ამ ცოდნის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველ პიროვნებად.
II. პროექტის აღწერა:
საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაბა კაზრეთში მიმდინარეობს სპილენძისა და ოქრო მოპოვება, რომელსაც სათავეში უდგას არემჯი გოლდისა და არემჯი კოპერის კომპანია. მადანს მოიპოვებენ ღია კარიერული წესით, რომელსაც ხშირად სდევს გეოგრაფიულო გარემოს დეგრადაცია. რაშიც იგულისხმევა, ჰაერში მტვრის კონცრეტაციის მაღალი შემცვლელობა, ბუნებრივი საფარის განადგურება, ნიადაგის დეგრადაცია, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება. ეს ყველაფერი კი უშუალოდ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კლუბის წევრები ესტუმრებიან დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე არსებულ სპილენძისა და ოქროს ღია კარიერის საბადოს. გაეცნობიან არემჯი გოლდისა და არემჯი კოპერის მუშაობის სტრუქტურას და მიიღებენ ინფორმაციას თუ რა ღონისძიებები ტარდება, მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოების მიზნით. მონიტორინგი განხორციელდება წყალზე, ჰაერზე და ნიადაგზე.
მოსწავლეები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შექმნიან ბუკლეტებს, პოსტერებს მოსახლეობაში ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოიძიებენ ინფორმაციას, ჩაატარებენ კვლევებს, ერთად დაამუშავებენ საკითხებს, ერთობლივად შექმნიან პროექტისთვის მრავალფეროვან პროდუქტებს.
ვფიქრობ, დაგეგმილი აქტივობები რეალურია, მითუმეტეს ამ ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, სწავლობენ ყველაფერს. აღნიშნული აქტივობები უფრო სახალისოს გახდის მოსწავლეების პროექტში ჩართულობას და ხელს შეუწყობს მათ შემოქმედით უნარების განვითარებას, საშუალება ექნებათ შეიტანონ მცირედი წვლილი ამ პრობლემის მოგვარების საქმეში.
III.პროექტის მიზანი და ამოცანები:
მიზანი:
· მოზარდებმა გააცნობიერონ, რატომ არის გარემო მათთვის მნიშვნელოვანი და რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე მათ;
· მოუარონ გარემოს, დაიცვან ის და სხვასაც მოუწოდონ გარემოს დაცვისკენ;
· შეძლონ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და შემოქმედებითად გამოყენება;
· ხელი შეუწყონ სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებას.
ამოცანები:
1. მოსწავლეებმა გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა გარემოს დაბინძურების მაჩვენებლებზე, ისწავლონ ზემოქმედების წყაროებისა და მიზეზების ძიება.
2. მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი, კრიტიკული, საპრეზენტაციო და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
3. მოსწავლეებში ცოდნის, პასუხისმგებლობის გრძნობის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
5. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დანერგვა საგაკვეთილო პროცესში.
IV. სამიზნე ჯგუფები:
პროექტის სამიზნე ჯფუებია: მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სარგებელს მიიღებს ყველა სამიზნე ჯგუფი და საბოლოოდ სკოლა.
მოსწავლეები: ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი პირველ რიგში სარგებელს მოუტანს ჩვენ მოსწავლეებს, რადგან ისინი შეძლებენ: ქვეყნის ინტერესების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას; ისწავლიან ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასდა დაცვას; ბავშვები აღარ დააბინძურებენ გარემოს და სხვასაც მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ გარემოს დაბინძურებას.
მასწავლებლები: გაიზრდება კათედრაზე, კათედრებს შორის, მოსწავლეებთან, მშობლებთან, თანამშრომლობის ხარისხი.
მშობლები: უკეთ გაიცნობენ და დაუახლოვდებიან საკუთარ შვილებს, ამაღლდება
V.სამოქმედო გეგმა
ეტაპები/ამოცანები | აქტივობები | ვადები | პასუხისმგებელი პირი |
საიიციატივო ჯგუფის შექმნა | მე-9/3 კლასი | 10.09.2023
| ეკატერინე გოგოლაძე |
პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცნობა | პროექტის შესახებ მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის ინფორმირება | 17.09.2023
| ეკატერინე გოგოლაძე მე-9 დამრიგებელი ლპრეტა ამაშუკელი |
დაგეგმვა | პროექტის თანამონაწილე კომპანიასთან დაკავშირება. | 15.09.2023 | ეკატერინე გოგოლაძე კომპანია- RMG-ის კომპანია.
|
დაგეგმვა/განხორციელება | ექსკურსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები: v კაზრეთის სპილენძისა და ოქრო მოპოვების კარიერის დათვალიერება; v მადნეულის ოპოვების პროცესის ნახვა; v სპილენძისა და ოქროს მიღების პროცესის გაცნობა v ჰაერის, წყლის, ნარჩენების, ნიადაგის მოსახლეობისთვის უსაფრთხო ტექნიკური რეგულაციების გაცნობა; v მდ.მაშავერიდან ლაბორატორიული კვლევებისთვის სინჯების აღება. | 30.09.2023 | გეოგრაფისა -ეკატერინე გოგოლაძე კომპანია- RMG-ის კომპანია. მე-9 კლასის მოსწავლეები |
დაგეგმვა/განხოციელება | მდ. მაშავერას წყალზე კვლევევის წარმოება. ექსპერიმენტში განისაზღვრა: ü ქლორის ü სულფატის ü ოინების ü კარბონატ იონების ü ტყვიის პროცენტულიბა, | 05.10.2023 | ლევან სამარგულიანი მე-9 კლასის მოსწავლეები |
დაგეგმვა/ განხორციელება | ბუკლეტების, პოსტერის, საპრეზენტაციო თემის მომზადება | 15.10.2023 10.02.2024
| ეკა გოგოლაძე მე-9 კლასის მოსწავლეები |
განხორციელება | დასკვნითი პერზენტაცია | 20.02.2024 | ეკა გოგოლაძე ლევან სამარგულიანი მე-9 კლასის მოსწავლეები მოწვეული სტუმარი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ქალბატონი, თამარ ალადაშვილი. |
VI. რეფლექსია
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა შეძლეს გაცნობოდნენ დაბა კაზრეთში არესებულ ღია კარიერზე არემჯი გოლდისა და არემჯი კოპერის კომპანიის მუშაობის სტრუქტურას. შეძლეს ინფორმაციის მიღება იმ შესაძო ღონისძიებებზე რომელსაც კომპანია ატარებს მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოების მიზნით.
კლუბმა საკუთარი შესაძლებლობებით აწარმოა ლაბორატორიული კვლევები მდინარე მაშავერაზე. სადაც განისაზღვრა წყალში ქლორის, სულფატის ოინების, კარბონატ იონების და ტყვიის პროცენტულობა. მიღებული შდეგები წარმოადგინეს , პოეტერებსა და ბუკლეთებში რომელის გაავრცელეს საზოგადოებაში.
სასკოლო სივრცისთვის, მოაწყეს კონფერენცია რომელსაც ესწრებოდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ქალბატონი, თამარ ალადაშვილი.
VII პროექტის კვლევის შედეგი
A. რაოდენობრივი (გრძელვადიანი) 30%-ით გაიზრდება მოსწავლეთა ინიციატივები და იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო პროექტებში ესგ-ის პრიორიტეტული თემების მიმართულებით.
B. თვისებრივი სასკოლო საზოგადოების ამაღლებული ცნობიერება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვითი მიმართულებით, გაზრდილი თანამშრომლობა მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლას შორის, რაც პოზიტიურად აისახება სასკოლო კულტურაზე.
14.10.2023
მე-8/2 კლაისი გასვლითი გაკვეთილი თბილისის კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურში.
05.02.2024 - 23.02.2024
პროექტი - მწვანე დედამიწა
მდგრადი განვითარების მიმართულება: ხარისხიანი განთალება, გონივრული მოხმარება და წარმართვა, კლიმატის მდგრადობის მიღწევა.
,,მხოლოდ მაშინ განვიცდი სიბრაზეს, როდესაც ვხედავ, როგორ ყრიან ადამიანები ნივთებს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება“. დედა ტერეზას ეს სიტყვები გახლდათ მიზეზი რის საფუძველზეც გეოგრაფიის კლუბმა, ,,ახალგაზრდა მკვლევარებმა“ დაგეგმა პროექტი ,,მწვანე დედამიწა".
თემა: ნარჩენების მართვა.
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ნარჩენების მიერ გამოწვეული პრობლემების დანახვა; მათი ეფექტიანი მართვის გზების მოძებნა როგორც, გლობალურ გარემოსდაცვით ასევე სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით.
მთავარი ფასეულობა: პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი, სოლიდარობა და თანამშრომლობა.
პროექტის აღწერა: ჩვენი პლანეტა მოსახლეობის რაოდენობის ზრდის, სამრეწველო ინდუსტრიისა და რესურსების არამდგრადი გამოყენების გამო არაერთ გარემოსდაცვითი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი: ნარჩენების მართვა, მასთან გამკლავება და სწორი გამოყენებაა.
ბენებაში არ არსებობს ნარჩენის ცნება, რადგან ერთი ორგანიზმის ნარჩენი სხვა ორგანოზმისთვიოს საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს. ამ ყველაფერს კი თავად ბუნება უზრუნველყოფს. ნარჩენების ჩვენთვის ნაცნობი ყველა ფორმა წარმოშობით ადამიანის საქმიანობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ძალიან წარმატებით უმკლავდება ბუნებრივ, ორგანულ ნარჩენებს, ის უძლურია ადამიანის მიერ წარმოქმნილ ნარჩენებთან და ხელოვნურ ნივთიერებებთან - რიგ შემთხვევაში ათეულ და ასეულ წელს ანდომებს. მათ დაშლას, ზოგჯერ , უბრალოდ ვერც უმკლავდება, რაც მძიმედ აისახება როგორც ბუნებრივ ასევე საზოგადოებრივ სივრცეში.
ნარჩენების შემცირება და მათი გადამუშავება ბევრ ქვეყანაში პროირიტედად იქცა, ეს ტენდენცია საქართველოშიც დაინერგა და უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. მათი სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს რაციონალურ ბუნებათსარგებლობას, ნარჩენების მართვის გეგმის სწორად შემუშავებაზეა დამოკიდებული მათი მდგრადი წარმართვა. საჭიროა მათი შემცირება, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება.
მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს სკოლის საზოგადოებისთვის ინფოგრაფიკები, სასკოლო სივრცისთვის პანო - ,,მომავლის ხის" გამოსახულებით (1.96 X 1.17მ -ის. გამოყენებული რესურსი: მეორადი დაფა და აკრილის საღებავი) და პანო - ,,მწვანე დედამიწის" გამოსახულებისთ (1.35 X 0.85 მ-ის. გამოყენებული რესურსები: დაზიანებული ხელოვნური მინდვრის დეტალები და აკრილის საღებავები).
ვფიქრობთ, დაგეგმილი აქტივობები რეალურია, მითუმეტეს ამ ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობენ ყველაფერს. აღნიშნულმა აქტივობებმა უფრო სახალისო გახადა მოსწავლეების პროექტში ჩართულობა და ხელი შეუწყო მათ შემოქმედით უნარების განვითარებას. იმედია სამომავლოდ საშუალება ექნებათ მცირე წვლილი შეიტანონ ამ პრობლემის მოგვარების საქმეში.
27.02.2024
STEAM კლუბისა და გეოგრაფიის კლუბის ინტეგრირებული პროექტი.
მდგრადი განვითარების მიმართულება: ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია, ხარისხიანი განთალება, კლიმატის მდგრადობის მიღწევა.
თემა: განახლებადი ენერგია
,,შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისგან სესხულობ.“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს სიტყვები გახდა მიზეზი რის საფუძველზეც გეოგრაფიის კლუბმა, ,,ახალგაზრდა მკვლევარებმა“ დაგეგმა მომდევნო პროექტი - განახლებადი რესურსების მართვა და გამოყენება.
მიზანი:
· მოსწავლეები გაეცნონ მდგრადი განვითარების მიზნებს;
· გააცნობიერონ მათ მნიშვნელობა;
· მოძებნონ გზები მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
პროექტის აღწერა:
STEAME EDUCATION არის კურიკულუმზე დაფუძნებული მიდგომა მოსწავლის სწავლისა და განვითარებისთვის, რომელიც აერთიანება მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებს, ხელოვნებას. ინტერდისციპლინარული დარგები, როგორიცაა ასტროფიზიკა, ბიოქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, რობოტექნიკა, ნანოტექნოლოგია, ნეირობიოლოგია და მრავალი სხვა დაფუძნებული STEAM ცოდნასა და უნარებზე. სწავლების პროცესში რეალური ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევებით, საინტერესო, სახალისო და ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. STEAM სწავლების საშუალებით, მოსწავლეს უვითარდება XXI საუკუნის უნარები.
ჩვენი კლუბი ,,ახალგაზრდა მკვლევარები“ ამჟამად მუშაობს განახლებად ენერგიაზე რის გამოც N126 საჯარო სკოლის STEAM კლუბთან ერთად შექმნეს განახლებად ენერგიაზე მოქმედი სხვადასხვა მოდელები.
პირველი მოდელი:
მუშაობის პროცესი - ქარის ტურბინას წინ უყენია პირები და ამ პირების ტრიალის შედეგად მოძრაობს როტორი რომელიც ტურბილის ცენტრშია მოთავსებული, შესაბამისად პირების ტრიალის შედეგად როტორიც ტრიალებს, ეს შემდეგ გადაეცემა გენერატორს, შედეგად მექანიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრო ენერგიად და ეს ენერგია გამოიყენება სხვადასხვა მოწყობილობების ასამუშავებლად. ქარის ტურბინები არის ენერგიის მდგრადი და განახლებადი წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიას საწვავზე დამოკიდებულების გარეშე.
მეორე მოდელი:
მუშაობის პროცესი - მეტალის ტიხრით გამოყოფილი ჭურჭელი, რომელიც მუშაობს ქიმიური ენერგიის დახმარებით, კერძოდ ცხელი და ცივი წყლის გამოყენებით. წყლის ნაწილაკები ერთმანეთ ეხება, მოწყობილობა ქიმიურ ენერგიას ელექტრონულ ენერგიად გარდაქმნის და ვიღებთ სინათლეს.
განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის ამოუწურავია განსხვავებით წიაღისეული რესურსებისგან (ნავთობი, ქვანახშირი და სხვა). ამავე დროს განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს. შესაბამისადა, ასეთი სახის ენერგია გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მოთხოვნა ენერგიაზე ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მივაყენოთ.
პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები:
· განისაზღვრა განახლებადი რესურსების გლობალური საჭიროება და ეფექტურობა;
· STEAM კლუბში შიექმნა ტექნიკური მოწყობილობები რისი დახმარებითაც შესაძლებელია განახლებადი ენერგიის მიღება;
· შეფასდა განახლებადი ენერგიისგან მოსალოდნელი რისკები და შედეგები.
· მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა;
· მათ შორიოს მჭიდრო კავშირების დანახვა;
· მიზნების მისაღწევი გზების მოძებნა;
ბენეფიციარები: მე-8/3 კლასი და სკოლის საზოგადოება.
აღწერა:
როგორც ვიცით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2015 წელს შეიმუშავა მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგი. ერთიანი დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2030 წლისთვის. ამ მიზნებით შესაძლებელია შეიქმნეს უკეთესი მსოფლიო სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებელობები, მსოფლიო იქნება უფრო დაცული და ბედნიერი. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია შევცვალოთ ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ამ პროცესის მონაწილე და გარკვეული წვლილი შევიტანოთ ამ პრობელმის მოგვარების საქმეში.
სწორედ ამ მიზნის მიხედვით დაგეგმა გეოგრაფიის კლუბმა ,,ახალგაზრდა მკვლევარები“ მომდევნო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობას, თანამედროვე გლობალური გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და მათ შორიოს მჭიდრო კავშირების დანახვას.
I. განხორციელებული აქტივობები მე-8 კლასში
აქტივობა N1. პრეზენტაციისა და ფილმის დახმარებით მდგრადი მიზნების გაცნობა;
აქტივობა N2. ასოციაციის რუკის დახმარებით, მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრობლემების დასახელება;
აქტივობა N3. ფოტოების დახმარებით თანამედროვე გლობალურ პრობლემების ამოცნობა და მათ შორის კავშირების დანახვა;
აქტივობა N4 . პრაქტიკული სამუშაო - მდგრადობის კომპასის შექმნა;
აქტივობა N5. გაკვეთილის დასკვნით ნაწლი - ვიდეო ფილმის ჩვენება ,,ბოდიში მომავალ თაობას“ Prince Ea Future Generation Sorry with Georgian transcript (youtube.com)
II. სკოლის საზოგადოებისთვის შექმნილი პროდუქტები
აქტივობა N6. კედლის პოსტერები, ინფოგრაფიკები, გაზეთები;
კვლევა - რამდენად აბინძურებს ჰაერს ავტომობილი?
მდგრადი განვითარების მიმართულება: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება, კლიმატის მდგრადობის მიღწევა.
თემა: ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან
კვლევის მიზანი: საწვავის ხარისხის განსაზღვრა და ანალიზი.
კვლევის აღწერა:
დადგენილია, რომ „მსოფლიო მოსახლეობის 91% დღესდღეობით ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას აღემატება. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანაც ამ პრობლემის წინაშე დგას. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. კერძოდ: ცოცხალ არსებებს უზიანებს ფილტვებს, იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ხეებსა და სხვა მცენარეებს გახმობით და გადაშენებით ემუქრება. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტებისა ავტომანქანების ტექნიკური გაუმართაობა, იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიციცხლეს. სახეზეა ორი პრობლემა: ინფორმაციის დეფიციტი (გაუცნობიერებელია შედეგების მნიშვნელობა) და ეკოლოგიური საფრთხე.
სწორედ ამ მიზეზით კლუბის წევრებმა ,,ახალგაზრდა მკვლევარები“ დაიწყლი კვლევა დედაქალაქში ჰაერის დამაბინძურებელ ერთერთ ფაქტორებზე, საწვავზე.
კლუბის წევრებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აწარმოეს კვლევები, რომელიც დაყეს ორ ეტაპად:
I. მოსახლეობის გამოკითხვა (ინტრვიუ) - კითხვები შეირჩა შემდეგი გეგმის მიხედვით:
1. იცოდით თუ არა, რომ ჰაერის ერთერთი დამაბინძურებელი ფაქტორად ავტომობილის საწვავი მიიჩნევა?
2. რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მისგან დაბინძურებულმა გარემომ ადამიანის ჯანმრთელობას ?
3. თქვენ რომელ საწვავს იყენებთ თქვენი ავტომიბილისთვის?
4. როგორ ფიქრობთ რამდენად უსაფრთხოა თქვენ მიერ შერჩეული საწვავი გარემოსთვის და ცოცხალი ორგანიზმებისთვის?
5. საწვავის შერჩევის დროს, რომელ ფაქტორს ითვალისწინებთ ფასს თუ ხარისხს?
6. როგორ ფიქრობთ, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო გარემოსა და ადამიანის უსაფრთხოებისთვის?
II. WISSOL PETROLEUM -ის ავტომობისის საწვავის ხარისხის განსაზღვრა.
1. ექსპრეს ანალიზატორის დახმარებით - განისაზღვრა საწვავის ოქტანური რიცხვი;
2. არეომეტრის დახმარებით - განისაზღვრა საწვავის წონა,
3. ექსპრეს ანალიზატორის დახმარებით განისაზღვრა საწვავიში სიმკვრივე;
კვლევისგან მიღებული შედეგი:
- კლუბის წევრებმა გამოკითხვით მიიღეს ინფორმაცია იმაზე თუ, რამდენად აღიქვამს მოსახლეობა საწვავს როგორც გარემოსა და ადამიანის დამაბინძურეელ ფაქტორად, დაადგინეს, რომელი საწვავია მათთვის პრიორიტეტული და რატომ; რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ქალაქში ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახდეს.
- WISSOL PETROLEUM -თან ჩატარებული კვლევებით, გაირკვა საქართველოში საწვავის ექსპორტიორი ქვეყნები, რამდენად ხარისხიანია მათგან მიღებული საწვავი, როგორ ხდება საწვავის ხარისხის განსაზღვრა სანამ გაყიდვაში გავა და რომელი საწვავი უნდა გამოიყენოს მძღოლმა საკუთარი ავტომობილისთვის რათა შეძლებისდაგვარად შეამციროს მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოება.
14.03.2024
კვლევა - სუფთა წყალი ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი
მდგრადი განვითარების მიმართულება: სუფთა წყალი და სანითარია, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება.
თემა: სუფთა წყალი და სანიტარია
მიზანი: სასმელი წყლის შედგენილობის კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა/ ანალიზი და შეფასება.
კვლევის აღწერა:
როგორც ცნობილია, საქართველო მტკნარი წყლის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანას წარმოადგენს. მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს სასმელი წყლის პრობლემა მაინც დგას ჩვენს ქვეყანაში. თბილისის მაცხოვრებლები ხშირად გამოთვამენ პროტესტს სასმელი წყლის დაბინძურების გამო. არადა ყველამ კარგად იცის, რომ სუფთა წყალი ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია. იმისათვის, რომ წყალი რისკის და მავნე შედეგების გარეშე გამოვიყენოთ, მისი შემადგენლობის ლაბორატორიული გამოკვლევაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით გეოგრაფიის კლუბი ,,ახალგაზრდა მკვლევარები” ესტუმრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიულ ცენტრს სადაც კვლევითი სამუშაოები აწარმოა სასმელი წყალზე. ლაბორატორიულ ცენტრი აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო დანადგარებით დააღიარებულია მაღალი სტანდარტით.
სასმელ წყალზე ჩატარებული კვლევები წარიმართა შემდეგი მიმართულებით:
l ბუფერული ხსნარის და ლაკმუსის ქაღალდის გამოყენებით განისაზღვრა სასნელი წყლის ტუტიანობა სადაც არ აღმოჩნდა მძიმე მეტალები.
l დადგინდა რომ სასმელი წყალის ნეიტრალური არეა უდრის PH=7-ს რაც დასაშვებ ნორმაშია;
l ზღვრულად დასაშვებ ნორმებშია სასმელ წყალში Ca და Mg მგ/ლ რაოდენობა;
l წყალი სიხისტის შემცვლელობა ნორმაშია; (სიხისტე წარმოიქმნება მაშინ როცა წყალში უხვი რაოდენობის მინერალები არსებობს, კერძოდ Ca და Mg -ის ხსნადი მარილები. მათი ჭარბი რაოდენობა აფუჭებს ტექნიკას. ორგანიზმში მოხვედრისას კი იწვევს თირკმლის კენჭოვან დაავადებებს).
l კვლევების მიხედვით შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თბილისის მოსახლეობა ნამდვილად მოიხმარს უსაფრთხო სასმელ წყალს.
ვფიქრობთ კლუბის მიერ ჩატარებული კვლევა აქტუალურია, მსგავსი სწავლების მიდგომები მოსწავლეეებს ეხმარება მარტივად გაითავისონ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევები, რომელიც განსაკუთრებულ აზროვნებას და აქტიურობას მოითხოვს.
კვლევა - კლიმატის ცვლილება თბილისში
მდგრადი განვითარების მიმართულება: კლიმატის მდგრადობის მიღწევა, ხარისხიანი განათლება.
თემა: კლიმატი
მიზანი: კომპლექსურ მეტეოროლოგიური სისტემების დახმარებით თბილისში კლიმატის ცვლილებების ინდიკატორული კვლევა.
როგორც ვიცით კლიმატის ცვლილება რეგიონალურ ან გლობალურ დონეზე კლიმატის არსებული მახასიათებლების ცვლილებაა, რაც გამოწვეულია როგორც ბუნებრივი პროცესებით, ასევე ადამიანური საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში კლიმატის ცვლილებების გამომწვევი (სათბურის) აირების დაგროვებით. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მსგავსად, არც საქართველოა დაზღვეული ბუნებრივი საფრთხეებისგან. წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი, ქარიშხალი, ხანძარი, სეტყვა და მიწისძვრა დროდადრო თავს ატყდება მოსახლეობას და დიდ ზარალს აყენებს. ადამიანი სხვადასხვა საშუალებებით ებრძვის სტიქიურ მოვლენებს, თუმცა ზოგჯერ თვითონ უწყობს ხელს მათ წარმოქმნას.
სწორედ ამ მიზნით გეოგრაფიის კლუბი ,,ახალგაზრდა მკვლევარები” ესტუმრა გარემოს ეროვნულ სააგენტოს თბილისის კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურს. კლუბის წევრებმა მოისმინეს ლექცია, კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანზე და გარემოზე, გაეცნენ მეტეოროლოგიური სისტემებს და მიიღეს მონაწილეობა თბილისში კლიმატის ცვლილების ინდიკატორულ დაკვირვებაში. კლუბის წევრაბმა დიაგრამის სახით წარმოადგინეს კვლევის შედეგები და მოეხდინეს მათი ანალიზი.
თემა: ჰავის დაცვა დაბინძურებისგან
მიზანი: თბილისში ჰაერის გაუარესების მიზეზების შესწავლა და რეგულირების გზების მოძებნა.
კვლევის აღწერა:
ატმოსფერო, დედამიწის ირგვლივ არსებული ჰაერის გარსია, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული აირებისგან და ფენებისგან შედგება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მობილური წყაროა სხვადასხვა სატრანსპორტო და მოძრავ-მექანიკური საშულებები. დღეს როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და მათ შორს ჩვენი ქვეყანაც, განსაკუთრებით კი დედაქალაქი თბილისი, მწვავე ეკოლოგიურ პრობლემების წინაშე დგას. მთავარმა დამაბინძურებელმა ფაქტორებმა, როგორიცაა სინთეთიკური საწვავის მოხმარება, გამონაბილქვის რაოდენობის მომატება, აქტიურმა მშენებლობამ, გლობალურმა დათბობამ, სტიქიური მომატების რისკფაქტორები გაზარდა ჩვენს ქალაქშიც.
სწორედ ამიზნით გეოგრაფიის კლუბი ,,ახალგაზრდა მკვლევარები” იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც მოინახულეს, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სისტემები, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინდიკატორული გაზომვის სტანდარტებზეა დაფუძნებული. მისი დახმარებით შესაძლებელია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი საფრთხეების აღმოფხვრა. სადგურების მეშვეობით იზომება 6 ძირითადი დამაბინძურებელი: მტვრის მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5[2]), აზოტის დიოქსიდი – NO2[3]; მიწისპირა ოზონი – O3, გოგირდის დიოქსიდი – SO2 და ნახშირბადის მონოქსიდი – CO.
კლუბის წევრებს საშუალება მიეცათ გარემოს ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტებისგან მოესმინათ ლექცია-სემინარი თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ ფაქტორებთან დაკავშირებით, გამოკვეთეს უბნები სადაც მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია კვადრატულ მეტრზე მაქსიმალურ ზღვარს აღემატება, შეაფასეს ადგილები, რომლებისც ყველაზე ხმაურიანია და მონაცემები დასაშვებ ნორმას აღემატება.
კლუბის წევრებმა მიღებული ინფორმაცის შემდეგ შეძლეს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი მობილური წყაროების შესწავლა და მათგან მიღებული შედეგების განსაზღვრა. დასახეს პრობლემის რეგურულირების გზები და მისგან მიღებული სარგებელიც. კვლევები კი წარმოადგინეს ინფოგრაფიკების სახით.
კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
I. უკონტროლო მშენებლობისგან მიღებული პრბლემები:
რეგულირების გზები ანუ როგორ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება:
l სამშენებლო ნაგებიბების დაწყებამდე ტერიტორიის საინჟინრო და გეოლოგიური გამოკვლევები და გეოლოგიური გარემოს მონიტორინგი;
l ქალაქ თბილისის ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი-სტიქიური მოვლენებისა და რისკების ატლასის შექმნა;
l დიდი სამშენებლო პროექტების განხორციელების პრევენცია.
შედეგები თუ რეგულირების ყველა გზას დავიცავთ :
Ø უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის მინიმუმადე შემცირება.
II. ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის სარგებლობის მისი მომატებული რაოდენობის და გამონაბოლქვის ინტენსიური წარმოქმნით თბილისში ჰაერის დაბინძურება.
რეგულირების გზები ანუ როგორ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება:
l ავტომობილთა განახლება დაწესებული კანონით;
l ელექტროტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შექმნა;
l ახალი მწვანე ზონების შექმნა;
l განადგურებული რეკრეაციული ზონების აღდგენა;
l ავტოპარგების შექმნა;
l საწარმოო ობიექტების ირგვლივ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის შექმნა;
l ტრანსპორტის მოძრაობის მართვის ორგანიზაცია შუქნიშნების რეგულირების სისტემის დანერგვით;
l მანქანათა ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების ხელახლა შემოღება;
l უსაფრთხო საწვავის მოსახლეობის მკაცრი მოთხოვნის დაწესება;
l საწვავის ფასის კლება მეტი ხელმისაწვდომიბისთვის;
შედეგები თუ რეგულირების ყველა გზას დავიცავთ :
Ø ჰაერის დაბინძურებს დონის მაქსიმალურად შემცირების კლება და მისი დაქვემდებარება უსაფრთხო სტანდარტებთან;
Ø ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო;
Ø ადამიანთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.
პროექტი - სიკეთე გადამდებია
მდგრადი განვითარების მიმართულება: არა სიღარიბეს, ჯანმრთაელობა და კეთილდღეობა.
თემა: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
აღწერა:
როგორც ვიცით გაერომ 193 ქვეყანასთან ერთად მდგრადი განვიათრების 17 მიზანი დაისახა, რათა ყველამ უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ. თითოეული ჩვენგანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, გვქონდეს კეთილდღეობა და ჯანსაღი ცხოვრება, ყველას ჰქონდეს ხარისხიანი სამედიცონო დახმარება და ხელმისაწვდომი მედიკამენტები.
სწორედ ამ მიზნით გეოგრაფიის კლუბმა ,,ახალგაზრდა მკვლევარები” მიზნად დაისახა დაეგეგმა საქველმოქმედო პროექტი ,,სიკეთე გადაგვარჩენს”, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმულთა დაწესებულებებში ბენეფიციართა მოხვედრის განმაპირობებელ ფაქტორების კვლევას და მათ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა.
კლუბის წევრები ესტუმრნენ გაბრიელ ბერის მოხუცთა თავშესაფარს, ჩაატარეს გამოკითხვა, მოწონთ თუ არა პანსიონატი და რამდენად არის გარემო ოჯახთან მიახლოებული, შეისწავლეს მათი ოცნებები და სურვილები ის თუ რა ენატერბათ ყველაზე მეტად. საბოლოოდ გაირკვა, რომ მათ ყველაზე მეტად ოჯახთან სიახლოვე და საზოგადოებისგან სრულფასოვანი წევრად აღიარების ნაკლება აკლდათ.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ხანდაზმულთა დაწესებულებებში ბენეფიციარებზე ზრუნვა არამარტო სახელმწიფოს და ოჯახის, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ვალია. ისინი ნამდვილად არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ჩენ კი ამის შეხსენება მუდმივად უნდა შევძლოთ ხშირი სტუმრობით.
პროექტი - ძალა ერთობაშია
მდგრადი განვითარების მიმართულება: დედამიწის ეკოსისტემები, ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება.
მიზნი - იგრძენი პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთე გარემოს ყველა აქტივობაში.
დანაგვიანება ნარჩენების არასწორი განთავსების შედეგია, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ყველა ცოცხალი არსებისთვის. ამ პრობლემის აქტუალურობა სხვადასხვა ქვეყანაში გამუდმებით იზრდება. ვინაიდან დანაგვიანების პრობლემის წარმოშობაზე პასუხისმგებლები ადამიანები არიან, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რატომ ანაგვიანებს ადამიანი გარემოს და როგორ შეიძლება მათი წახალისება ისე, რომ თავის შეკვონ მსგავსი ქმედებისგან.
სწორედ ამ მიზნით გეოგრაფიის კლუბმა ,,ახალგაზრდა მკვლებარები” მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად დაგეგმეს პროექტი ,,ძალა ერთობაშია” რომელის მიზანია - იგრძენი პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთე გარემოს ყველა აქტივობაში.
მიზნის განსახორციელებლად გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
v მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად დასუფთავდა სკოლის ეზო;
v დამზადდა საინფორმაციო ინფოგრაფიკი, თემა: ,,თბილისის ურბანიზაცია და ფსევდოურბანიზაცია” (აღწერილია თბილისის ეკოლოგიური პრობლემების მიზეზები და შედეგები);
v მოსახლეობის ინფორმირებისთვის მოხდა ინფოგრაფიკების გავრცელება.
აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეებს მისცა ცოდნა იმაზე თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ და მოუარონ გარემოს, როგორ დაიცვან და არ დააზიანონ ის. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლეების სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება მოვალეობის გააზრებას.
აღწერა
როგორც ვიცით ამინდის პროგნოზზე ბევრადაა დამოკიდებული მეურნეობის სხვადასხვა დარგი. მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი. ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს მეზღვაურებისთვის, პილოტებისა და მძღოლებისთვის, მესაზღვრეებისთვის, ფერმერებისთვის, სპორტსმენებისთვის, რომლებიც ღია ცის ქვეშ ასპარეზობენ და სხვ.
თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, პროგნოზი ზოგჯერ მაინც მცდარია. 24 საათში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ყველაფრის გაკონტროლება და წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ამინდის ცავლებადობა ძალიან მოქმედებს ზოგიერთ ადამიანზეც, ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი რეაქციები, ან შეუძლოდ ყოფნა და სხვა. მეტეოდამოკიდებული ადამიანი რთულად განიცდის ადაპტაციას გარემოს ცვლიილებებზე, თუმცა ისინი არ არიან რაიმეთი დაავადებულნი და ყველა ის ქმედება რაც ამინდის დამოკიდებულებას ახლავს სწრაფად გაივლის. მეოტეოდამოკიდებულებისას ადამიანებზე მოქმედებს პირველ რიგში ტემპერატურის ცვალებადობა, ასევე ჟანგბადის ცვალებადობა, და ტენიანობის ცვალებადობა, გარდა ჩამოთვლილებისა ასევე ადამიანზე მოქმედებს მაგნიტური ველები, მზის რადიაცია და ზოგადად ჰაერის დაბინძურების ხარისხი, ძირითადათ ამ ფაქტორების ცვალებადობაზე რეაგირებენ გულ-სიისლძართვთა, სასუნთქი გზების და ნერვოზით დაავადებული ადამიანები. აღნიშნული ფაქტების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამინდის ზუსტ პროგნოზირებას დიდი მინშვნელობა აქვს კაცობრიობისთვის.
სწორედ ამ მიზნით გეოგრაფიის კლუბმა ,,ახალგაზრდა მკვლევარები” განახორციელა ვიზიტი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიან ამინდის პროგნოზების სინოპტიკურ ცენტრში . სადაც შეძლეს გაეგოთ თუ რა სტანდარტებით ხდება საქართველოში ამინდის პროგნოზირება და რამდენად ამართლებს ის:
კვლევა ჩატარდა შემდეგი მიმართულებით:
v როგორ ხდებასაქართველოში, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ოპერატიულად (დღე-ღამურ რეჟიმში) გავრცელების უზრუნველყოფა;
v სატელიტური მეტეოროლოგიური ინფორმაციის რეგულარულად მიღების ორგანიზება;
v ამინდის და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო და სპეციალიზებული დანიშნულების პროგნოზების შედგენა და გავრცელება;
v სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მათი გავრცელების არეალების დადგენა, ამ მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
v საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება;
v მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა, მონაცემთა ბაზების ფორმირება;
v კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა. გრძელვადიანი კლიმატური პროგნოზების შედგენა და გავრცელება;
v სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიის დარაიონება;
v საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური საშიშროების რისკების შეფასება;
თემა: ბიომრავალფეროვნების დაცვა
სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა და ერთობლივ პროექტებში ჩართვა ხელს უწყობს მოსწავლეებში არამხოლოდ სოციალურ- თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვიათრებას არამედ სკოლის პოპულარიზაციასაც. სწორედ ამ მიზნით თერჯოლოს მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლამ და ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლამ ერთობლივად დაგეგმა პროექტი ,,ერთად დავრგოთ მომავლის ხე” რომელიც მიზნად ისახავს, ხმელეთის ეკოსისტემის დაცვას, აღდგენას და მდგრად გამოყენებას. თერჯოლოს მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეარჩიეს ამავე სოფლის ერთერთი მაცხოვრებლის მარადმწვანე წიწვოვანი ტყის კორომებიანი ეზო, რომელიც საჭიროებდა სანიტარულ მოვლას. წიწვოვან ხეებს მოაშორეს ზედმეტი ნერგები რომელიც ხელს უშლიდა ტყის ზრდა-განვითარებას. შედარებით საღი ნერგები კი საჩუქრდ გამოაგზავნეს ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლას. ნაჩუქარი ნერგები გეოგრაფიის კლუბის ,,ახალგაზრდა მკვლევარების” წევრებმა დარგეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ვფიქტობთ, აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებას.
თემა - წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება.
მოგეხსენებათ, რომ ეკორეგიონი ლანდშაფტური ერთეულია, რომლიც წარმოადგენს ხმელეთისა და აკვატორიის გარკვეულ მონაკვეთს და გამოირჩევა ბიოტურად ერთფეროვანი გაერთიანებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ თბილისი მსგავსი რეგიონებით მდიდარია თუმცა გეოგრაფიის კლუბმა ,,ახალგაზრდა მკვლევარები” კვლევის ობიექტად შეარჩია თბილისის მიმდებარე ე.წ. მშრალი ტბის ტერიტორია. რომელიც მდებარეობს ლისის ტბიდან დაახლოებით 10 წუთის სავალ გზაზე, ზღ.დან 630 მ-ზე. აღნიშნული ეკორეგიონი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, გარშემორტყმული მთებითა და მეჩხერი ტყეებით. ტბას ახასიათებს როგორც წყალმცირობის ასევე წყალდიდობის პერიოდები. იგი საზრდოობს მიწისქვეშა გრუნტის წყლებითა და ატმოსფერული ნალექით. თუმცა ამ ბოლო პერიოდში შეინიშნება ტბაში წყლის დონის მკვეთრი შემცირება. ტბამ დაიწყო დაჭაობება. რამაც შესაძლებელია სამომავლოდ ეკოლოგიური რისკები გაზარდოს, დაჭაობებილი ადგილები შესაძლოა დაავადების წყაროდ გადაიქცეს, რაც საფრთხეს შეუქმნის მის მიმდებარე ტერიტორიას. მშრალი ტბის უნიკალურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ის დიდ როლს ასულებს დედაქალაქის ჰაერის სველი წესით განიავებაში. ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნეს საინიციატოვო ჯგუფები, რომელიც შეძლებს შესაბამისი კვლევების ჩატარებას, ვინც დაადგენს ტბაში წყლის კლების მიზეზებს და შეძლებს საჭირო გამოსავლის გზების მოძებნას. კლუბის ინიციატივით მშრალი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგა ნაძვის ხის ნერგები რათა მცირედი წვლილი შეეტანათ მის გადარჩენაში.
გეოგრაფიის კლუბის ,,ახალგაზრდა მკვლევარები” წევრებმა მოისმინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტის სტუდენტის, კერძო სამართლის მიმართულებით, მარიამ ჯინჭველეიშვილის ლექცია, თანასწორობის უფლებებზე. რომლის მიზანი იყო, მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება თანასწორობის ფუნდამენტური უფლების შესახებ. დისკრიმინაციის, მიკერძოებისა თუ სხვა ცრურწმენის აღმოფხვრას, რომელიც ეხება რასას, გენდერულ თანასწორობას, კანის ფერს, სქესს, წარმოშობას, ეთნიკურ კუთვნილებას, ენას, რელიგიას, პოლიტიკურ და სხვა შეხედულებებს. კლუბის წევრებმა მაგალითების, სავარჯიშოებისა და დისკუსიის საშუალებით გაიღრმავეს ცოდნა სამართლიანობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ.
შედეგი:
· ტრენინგის შედეგად მოსწავლეები გაეცნენნ თანასწორობის კონცეფციას. კერძოდ, რატომ არის თანასწორობის უფლება აუცილებელი სამართლიან და დამოკრატიულ საზოგადოებაში.
· დისკრიმინაციის ფორმებს და მათი აღმოფხვრის მეთოდებს.
· თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის უფლების გამოყენებას და აქტიურ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კვლევის აღწერა:
გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე. ქალთა გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას და პროდუქტიულობას და შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას. მაგრამ, მიუხედავად სანდო მტკიცებულებებისა, რომლებიც ცხადყოფს ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას სიღარიბის აღმოფხვრისთვის, განვითარების ხელშეწყობისთვის და მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, გენდერული თანასწორობა მიუღწეველ პირობად რჩება. სწორედ ამ მიმართულებით გეოგრაფიის კლუბმა ,,ახალგაზრდა მკვლევარები” ჩაატარა გამოკითხვა რომელიც მიზნად ისახავდა ბენეფიციარებად შეირჩა სკოლის საზოგადოება (მე-11 კლასის მოსწავლეები) და თემი.
კლუბის წევრებმა კვლევა აწარმოეს შემდეგი მიმართულებით:
v კითხვარების შედგენა
v თემისა და მოსწავლეების გამოკითხვა
v სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
v ბუკლეტების დამზადება და საზოგადოებაში გავრცელება.
სამწუხაროდ კვლევების მიხედვით მაინც იკვეთება პრობლემა, საქართველოს საზოგადოება მეტ ყურადღებას აქცევს გენდერულ თანასწორობას, თუმცა გენდერული ნიშნით მიკერძოება გარკვეულ საკითხში კვლავ აღინიშნება.
18.04.2024
ვინ არიან გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი?
მდგრადი განვითარების მიმართულება: გენდერული თანასწორობა, ხარისხიანი განათლება.
თემა: გენდერული თანასწორობ
აღწერა:
გენდერული თანასწორობა არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, საჭიროა ყველა ქალსა და კაცს მოვექცეთ თანასწორად. მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი უფლებები, მიუხედავად მათი ბიოლოგიური განსხვავებებისა. თანასწორობა მათ თანაბარ შესაძლებლობებს მისცემთ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გეოგრაფიის კლუბმა ,,ახალგაზრდა მკვლევარები” გადაწყვიტეს მე-8 კლასის მოსწავლეებთან ესაუბრათ თემაზე, თაობათაშორისი გენდერულ როლებსა და ნორმებზე.
I. განსახილველი საკითხები:
v რა არის გენდერული თანასწორობა;
v ხშირ შემთხვევაში ვინ არიან გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი;
v საუბარი, გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციებზე;
v საუბარი, გენდერულ უთანასწორობასთან გამკლავების შესაძლებლობებზე.
II. ჯგუფურად შესასრულებელი პრაქტიკული სამუშაო:
² გენდერულ თანასწორობის ლოგოს შექმნა და მათზე დატანილი სიმბოლოების პრეზენტაციის სახით ახსნა.
29.04.2024
ტრენინგი - ბავშვის უფლებათა კოდექსი და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან
მდგრადი განვითარების მიმართულება: მშვიდობა, სამართლიანობა ძლიერი ინსტიტუციები; შემცირებული უთანასწორობა, ხარისხიანი განათლება.
თემა: მშვიდობა, სამართლიანობა ძლიერი ინსტიტუციები
ტრენინგის აღწერა:
ბავშვის უფლებათა კონვენციის ვერსია შემუშავებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ, რომლის რატიფიცირებაც მოახდინა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, კონვენცია ემსახურება შემდეგ მიზანს:
v ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
v ბავშვის მიმართ ძალადობის (მათ შორის, ფიზიკური დასჯა/ძალადობრივი დისციპლინა) პრევენცია და რეაგირება;
v ბავშვის მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის;
v ბავშვის წვდომას მართლმსაჯულებაზე;
v ბავშვის და მისი ოჯახის გაძლიერება/ მხარდაჭერა და ა. შ.
ამ მიზნის ფარგლებში გეოგრაფიის კლუბმა ,,ახალგაზრდა მკვლევარები” მოიწვიეს სტუმარი, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF - ის ორგანიზაციის, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სპეციალისტი ქალბატონი ნანა ჩაფიძე, რომელმაც ჩაატარა ტრენინგი, ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან”. ქალბატონმა ნანამ, გაამახვილა ყურადღება, კოდექსის როლზე და მნიშვნელობაზე, მის მიზანზე და რეგულირების სფეროებზე, ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე (ბავშვის სიცოცხლის და გადარჩენის, უსაფრთხოების, ძალადობისგან დაცვის, განვითარების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, განათლების), თანასწორობა/დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და დაცვის მექანიზმებზე. ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიული ფორმით. კლუბის წევრებს ბავშვთა ფონდის UNICEF - გან გადაეცათ საჩუქრად ბროშურები - ბავშვთა უფლებების შესახებ.
სსიპ ქ.თბილისის 126-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის ეკატერინე გოგოლაძის წლიური ანგარიში
2023-2024 სასწავლო წელი ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის წარმატებასა და პროგრესზე ორიეტირებული წელი იყო. მუდმივად ვცდილობდი მოსწავლეებისთვის ხელი შემეწყო შიდა/გარე კონკურსებში, შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, პროექტებში და კონფერენციებში მონაწილეობისთვის. მოსწავლეები დარეგისტრირდნენ ეროვნულ და კერძო ოლიმპიადებზე, რომლებშიც წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ვცდილობდი დახმარება გამეწია აღნიშნული პროცესისთვის. შედეგი არის ის, რომ მე-11 კლასის ერთი მოსწავლე გადავიდა მე-2 ტურში. დანარჩენებმა კი დიდი გამოცდილება მიიღეს და ველი უკეთეს შედეგებს მომდევნო წლისთვის.
2023 წლის ოქტომბრიდან დავაარსე გეოგრაფიის კლუბი ,,ახალგაზრდა მკვლევარები” , რომელშიც გაწევრიანება შეეძლო საბაზო საფეხურის ყველა მოსწავლეს. თუმცა ძირითადად კლუბი დაკომპლექტდა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებით. კლუბი ანხორციელებდა - პროექტებს, კვლევებს, გასვლით გაკვეთილებს, ტრენინგებს და ა. შ. კლუბის შექმნის იდეა გამიჩნდა გამომდინარე იქედან, თუ როგორ შეიძლებოდა მოსწავლეთა დაინტერესება იმ საგნით, რომელსაც ვასწავლი კერძოდ, გეოგრაფიის მიმართ. დაინტერესება არა იმის გამო, რომ მომავალში მათ კარგად ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. არამ დაინტერესდნენ იმდენად, რომ სამომავლოდ ამ სფეროს კვლევა დაისახონ მიზნად; ამაზე ისაუბრონ სახლშიც და მეგობრებთანაც. ასევე, კლუბის დახმარებით მომხდარიყო მოსწავლეთა თვითრეალიზაცია, მოსწავლეების სასკოლო აქტივობებში ჩართვამ და მათი სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებამ კლუბის წევრებს დახმარება გაუწია
· უკეთესად შეესწავლათ სამშობლო;
· საქართველოს და მსოფლოს მოვლენების შემეცნება;
· ადგილობრივი გეოგრაფიის შესწავლა;
· ცოდნის მიღების ინტერესის გაღვივება;
· შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საწყისების უნარების განვითარება;
· კომუნიკაციის უნარების გამომუშავება:
· გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება;
· უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა;
· სწავლობენ მოვლენათა შეფასებას;
· მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
საერთო ჯამში ვთვლი რომ 2023-2024 სასწავლო წელმა დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. ვინაიდან, მოსწავლეებში გაიზარდა ინფორმირებულობის დონემ. რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოეების ჩამოყალიბებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий