სასწავლო პროფესია დაგეგმვა და მართვა პროექტის ,,vizrunoT jansaRi garemosTvis”რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
სკოლის, კლუბის
დასახელება -126 საჯარო სკოლა
ინიციატივის
ორგანიზატორები და მათი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი)
თბილისის #126 საჯარო სკოლის
დირექტორი და ქიმიის პედაგოგი-ხათუნა ბარაბაძე T-591 41-58-98
თბილისის #126 საჯარო სკოლის
ბიოლოგიის პედაგოგი-მანანა ღურჭუმელია T-59141-59-14
თბილისის #126 საჯარო სკოლის
გეოგრაფიის პედაგოგი-ეკატერინე გოგოლაძე T-59141-59-09
თბილისის #126 საჯარო სკოლის
ისტორიის პედაგოგი-ლალი თოფჩიშვილი
T-59141-59-23
მონაწილეები:
თბილისის #126
საჯარო სკოლის VIII კლასის
მოსწავლეები
თბილისის #126
საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები
თბილისის #126
საჯარო სკოლის XI კლასის
მოსწავლეები
1.
პროექტის აქტუალობა
პროექტის იდეა აქტუალურად მიმაჩნია, ამ პროექტმა საშუალებას მისცა მოსწავლეებს: შეეჯამებინათ განვლილი მასალა, შეეძინათ ინფორმაციის მოძიების, კვლევა- ძიების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, პრეზენტაციის უნარები, რითაც მოერგებოდნენ
თანამედროვე
საგანმანათლებლო
სისტემას. რომელიც განსაკუთრებულ აზროვნებას და აქტიურობას მოითხოვს. ისინი სამომავლოდ მომზადებულნი შეხვდებიან ცხოვრების გამოწვევებს. 21 -საუკუნის მომავალი თაობა, ხომ ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს.
2.
პრექტის მიზანი
მოზარდმა უნდა იცოდეს რა ბუნებრივ
გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს , ადამიანის ამათუ იმ მოქმედებამ,
როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო. გაიგოს რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი
თავის ქვეყანაში და რა იქნება სასარგებლო ამ ქვეყნისათვის. იზრუნოს აქტიურად ქვეყნის
განვითარებაზე და პატივი სცეს მას. მოუაროს
ბუნებას და ზოგადად გარემოს, იცოდეს როგორ დაიცვას გარემო, როგორ არ დააზიანოს ის.
ასევე მიუთითოს სხვებს თუ როგორ უნდა დაიცვას ბუნება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს
სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებასა და საზოგადოების წინაშე
საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებას.
3.
საგნობრივი სტანდარტები რომელსაც ეყრდნობა პროქეტი:
_qimiaსთან კავშირით მოსწავლეებს შეუძლიათ ავტოსაწვავის შედგენილობის კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების
აღრიცხვა, მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
_ბილოგოასთან კავშირით მოსწავლეებმა უნდ გაიაზრონ თუ
რა დაავადებების წარმოქმნის საშიშროება არსებობს სამომავლოდ;
_ გეოგრაფიასთან კავშირით მოსწავლეებმა უნდა სეძლონ ეკოლოგიური
პრობლემების გადაჭრა არსებულ სიტუაციიდან გამომდინარე;
-სამოქალაქო
განათლებასთან კავშირით მოსწავლემ
უნდა შეძლოს დაასკვნას : რომ ყველა ადამიანს
აქვს უფლება იცხოვროს ჯანსაღ გარემოში სუფთა ჰაერი მათი უფლებაა, ხოლო ჰაერის დაცვა - ყველა ადამიანის მოვალეობაა
4. პროექტის განხორციელების წინა პირობა:
როგორც ცნობილია, 2014 წელს საქართველოს
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის
შესახებ. ამ ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მოსახლეობაში. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. კერძოდ: ცოცხალ
არსებებს უზიანებს ფილტვებს, იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ხეებსა და სხვა მცენარეებს
გახმობით და გადაშენებით
ემუქრება. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტებისა ავტომანქანების ტექნიკური გაუმართაობა, იწვევს ავტოსაგზაო
შემთხვევების ზრდას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიციცხლეს.
სახეზეა ორი პრობლემა: ინფორმაციის დეფიციტის (გაუცნობიერებელია შედეგების
მნიშვნელობა) და ეკოლოგიური საფრთხე.
5.
პროექტის
ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
1) laboratoriuladGgamoikvleva ავტოსაწვავის ელემენტარული შემცველობა, გამოიყენებენ რაოდენობრივი ანალიზის
მეთოდებს და დაადგენენ საწვავში შემავალი ნივთიერებების არსებულ ოდენობებს , ოქტანურ
რიცხვს დააკავშირებენ და შეადარებენ სტანდარტით განსაზღვრულ რაოდენობებთან,
გამოიტანენ დასკვნებს, რასაც წარმოადგენენ სქემატურად, დიაგრამებით;
2) ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას კანონმდებლობის
საკითხებზე, გაეცნობიან ადამიანის
უფლებებს, რომ სუფთა
ჰაერი ადამიანის კონტიტუციით განსაზღვრული უფლებაა. ამით აამაღლებენ საკუთარ
და სხვათა ცნობიერების დონეს;
3) გაზომავენ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურზე. მიღებულ მონაცმებს შეინახავენ, ანალიზს გააკეთებენ და მოახდენენ ინფორმაციის გავრცელებას;
4) ფილმის
ჩვენება და განხილვა: ,,კაცი რომელიც ხეებს რგავდა“;
5) საინფორმაციო
ბუკლეტების შექმნა და მოსახლეობაში დარიგება;
6) ინფორმაციის გაზიარება : კონფერენცია ,,vizrunoT jansaRი garemosTvis” ;
6. ინიციატივის ფარგლებში გატარებილი ღონისძიებები და სამუშაო გეგმა:
საპროექტო საქმიანობა
|
პასუხისმგებელი
პირები
|
მონაწილე კლასები
|
ვადები
|
შენიშვნა
|
.სამოქალაქოს გაკვეთილზე ფილმის ჩვენება და
განხილვა:,, კაცი რომელიც ხეებს რგავდა“
|
სამოქალაქო განათლება-ლალი
თოფჩიშვილი
|
VIII-X-XI
|
20.02.2014
|
|
2.
გეოგრაფია -ბიოლოგიის ინტეგრირებული გაკვეთილი - ,,ქალაქის ეკოლოგიური
მდგამარეობა“;
|
გეოგრაფია-ეკა გოგოლაძე
ბიოლოგია-მანანა
ღურჭუმელია
|
VIII
|
04.03.2014
|
http://ekagogolazde.blogspot.com/p/blog-page_21.html
|
3. წერილის გაგზავნა გაეროს ეროვნული სააგენტოს
დირექტორთან ბატონ შალვა ჯავახაძესთან, რათა მხარი დაეჭირა სამოქალაქო განათლების
კლუბისთვის და მიეცა უფლება დაკვირვება ეწარმოებინათ ჰაერის მონიტორინგის სადგურზე.
|
სამოქალაქო განათლება-ლალი
თოფჩიშვილი,
ქიმია-ხათუნა
ბარაბაძე,
გეოგრაფია-ეკა გოგოლაძე
ბიოლოგია-მანანა
ღურჭუმელია
|
VIII
|
წერილის გაგზავნის თარიღი:
26.03.2014
პასუხის მიღების თრიღი:
27.03.2014
|
https://drive.google.com/file/d/0B1SCNH7x-HPUNDZOYUd5bVpHTFk/view
|
4.ჰაერის ხარისხის გაზომვა მონიტორინგის სადგურზე;
|
გეოგრაფია-ეკა გოგოლაძე
|
VIII
|
01.04.2014
|
მონიტორინგი
კვირაში
ერთხელ
|
5. მოსახლეობის გამოკითხვა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით;
|
გეოგრაფია-ეკა გოგოლაძე
|
VIII
|
10.04.2015
|
|
6. ბუკლეტების, მაისურების, სურათების და ბანერის დიზაინის შექმნა.
|
სამოქალაქო განათლება-ლალი
თოფჩიშვილი,
ქიმია-ხათუნა
ბარაბაძე,
გეოგრაფია-ეკა გოგოლაძე
ბიოლოგია-მანანა
ღურჭუმელია
|
VIII-X-XI
|
15.04.2015
|
|
7. საწვავზე laboratoriulი კვლევები ვისოლის კომპანიის
დახმარებით;
|
ქიმია-ხათუნა
ბარაბაძე
გეოგრაფია-ეკა
გოგოლაძე
|
X-XI
|
10.05.2015
|
|
8.ინტერნეტით
მოძიებული ინფორმაცია კანონმდებლობის საკითხებზე;
|
სამოქალაქო განათლება-ლალი
თოფჩიშვილი
|
X-XI
|
||
9. ბუკლეტების დარიგება
|
VIII
|
29.05.2015
|
||
10. შემაჯამებელი კონფერენცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
|
სამოქალაქო განათლება-ლალი
თოფჩიშვილი,
ქიმია-ხათუნა
ბარაბაძე,
გეოგრაფია-ეკა გოგოლაძე
ბიოლოგია-მანანა
ღურჭუმელია
|
VIII-X-XI
|
03.06.2015
|
პროექტის მსვლელობის ვიდეო იხილეთ
საიტზე:
https://drive.google.com/file/d/0B1SCNH7x-HPUNVNkbDc4Z0RZd0E/view
|
7. პროექტის ამოცანები
ჩემი აზრით დაგეგმილი აქტივობები რეალისტურია,
მითუმეტეს ამ ასაკის ბავშვებისთვის, რომლებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ, ხალისით მოიძიეს ინფორმაციები, ჩაატარეს კვლევები, ჩემთან
ერთად დაამუშავეს საკითხები, ერთობლივად შექმნეს ბუკლეტებისა და მაისურების დიზაინი
რამაც უფრო სახალისო გახადა პროექტში ჩართულობა.
8.
მოსალოდნელი
შედეგები
მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის
დამუშავებას, გამოუმუშავდებათ
კვლევითი და მაღალი სააზროვნო უნარები:
-ამაღლდება მოსწავლეების ცნობიერების
დონე, კერძოდ ისინი გააცნობიერებენ ზგემ-ის მნიშვნელობას, შეძლებენ გაიგონ რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი
ქვეყანაში და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც სასარგებლო იქნება
ჩვენი ქვეყნისთვის, იზრუნებენ მის განვითარებაზე და პატივს სცემენ მას
- მოუვლიან ბუნებას, გარემოს,
ეცოდინებათ როგორ დაიცვან და არ დააზიანონ იგი, ასევე სხვებსაც მიუთითებენ იგივეს,
რაც დაეხმარებათ დამოკიდებულებებისა და Rირებულებების ჩამოყალიბების პროცესში.
- განუვითარდებათ სოციალური უნარები.
გააცნობიერებენ ეფექტურ კომუნიკაცის მნიშვნელობას, ერთობლივად გადაჭრინ
პრობლემებს, იმუშავებენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
პროექტში ჩართულობა
მოსწავლეებს მისცემს საჭირო
ცოდნას იმაზე თუ
როგორ
შეინარჩუნონ და დაიცვან ბუნებრივი
გარემო. გაიგონ რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და როგორ მოუტანონ
სასარგებლო მას. აქ გაერთიანებული შედეგები
მოსწავლეს საშუალებას აძლევს
აღიქვას ეკონომიკისა და ბუნებრივი
ფაქტორების ურთიერთგავლენა. გააცნობიეროს ამ
კავშირების ცვალებადობა დროსა და
სივრცეში. ეს
ყველაფერი
მოწავლეებს
დაეხმარება
ჩამოუყალიბდეთ
ლიბერალური და დემოკრატიულ
ღირებებულებზე
დამყარებული
სამოქალაქო
ცნობიერება
და
დაეხმარებათ
ოჯახის,
საზოგადოებისა
და
სახელმწიფოს
წინაშე
საკუთარი
უფლება-მოვალეობის
გაცნობიერებაში.
9.პროექტის
შეფასება
ძლიერი მხარე
|
სუსტი მხარე
|
•
ყველა
მოსწავლე
მოტივირებულია;
•
კლასის ყველა მოსწავლეა
ჩართული;
•
ახალი საინტერესო თემები;
•
შემოქმედებითობა;
•
დროის ფასის სწავლა;
•
აუდიტორიასთან კომუნიკაციის
უნარი;
•
პრეზენტაციის უნარი.
|
დროის მართვა
შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. შეფერხდა ზოგჯერ ავადმყოფობის, ზოგჯერ სიზარმაცის გამო.
|
10.პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიები
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა
ჯგუფში?
|
შედგა.
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი
და რამ განაპირობა მოტივაცია?
|
ამ ასაკში ისედაც მოტივირებულნი
არიან , მაგრამ სხვადასხვა
ასაკის კლასების მონაწილეობამ, ერთმანეთთან
დასწრებამ მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
|
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს
პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი?
|
ჰქონდა, მასწავლებლები ხვდებიდნენ კვირაში ერთხელ, ხოლო როცა ახლოვდებოდა პრეზენტაციის დღე, ვხვდებოდით ყოველდღეც.
|
11.
მასწავლებლის თვითშეფასება
როგორც
აღვნიშნე, ამ პროექტის განხორციელება ჩემი მოსწავლეების დამსახურებაა. იდეა და პროექტის სათაურიც ფილმის ჩვენებიდან წამოვიდა.
ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. პროექტის დასრულებისას მიხვდნენ, რომ შრომის გარეშე
არაფერი მიიღწევა.
ვფიქრობ მომავალში პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინო:
- დროის მართვაში დაშვებული ხარვეზები ;
- პრეზენტაციის ხარისხი;
- ბავშვებს დავავალო ინტერვიუ მასწავლებლებთან ;
- შესაძლებელია ჟურნალის ელექტრონული ვერსიის შექმნა და პრეზენტაცია;
- შეიძლება შეფასების რუბრიკას დაემატოს თავიანთი ჩანაწერები, როგორ მუშაობდნენ პროექტზე -წარმოდგენილი ცხრილის, სქემის, დიაგრამის სახით;
- შევქმნა პატარა ფილმი დასაწყისიდან დასასრულამდე.
- დროის მართვაში დაშვებული ხარვეზები ;
- პრეზენტაციის ხარისხი;
- ბავშვებს დავავალო ინტერვიუ მასწავლებლებთან ;
- შესაძლებელია ჟურნალის ელექტრონული ვერსიის შექმნა და პრეზენტაცია;
- შეიძლება შეფასების რუბრიკას დაემატოს თავიანთი ჩანაწერები, როგორ მუშაობდნენ პროექტზე -წარმოდგენილი ცხრილის, სქემის, დიაგრამის სახით;
- შევქმნა პატარა ფილმი დასაწყისიდან დასასრულამდე.
ვინ iyvnen ჩართული თანამონაწილეობის
მხრივ ინიციატივის ფარგლებში?
1. N126 საჯარო სკოლა
2. haeris monitoringis sadguri…
3. garemos dacvis saministro
4. კომპანია“ visoli„
5. PH Internacinal
ბიუჯეტი
|
|||||
N
|
დასახელება
|
ერთეულისღირებულება
|
ერთეულისრაოდენობა
|
სულ
|
შენიშვნა
|
1
|
ბანერი
|
150
lari
|
1
|
1
|
|
2
|
ბუკლეტები
|
100
lari
|
20
|
20
|
|
3
|
სურეთები
|
100
lari
|
50
|
50
|
|
4
|
მაისურები
|
150
lari
|
15
|
15
|
|
ჯამური ოდენობა = 500 ლ
|
აღნიშნულმა
პროექტმა მოიპოვა ორგანიზაციის - PH Internacinal მიერ 500 ლარით დაფინანსება, რაც მოხმარდა ყველა ზემოთ
ჩამოთვლილ დასახელებას (ბუკლეტები, მაისურები, სურათები,
ბანერი).
სსიპ თბილისის N126 საჯარო
სკოლა
გეოგრაფიის მასწავლებელი
: ეკატერინე გოგოლაძე
სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნის და გამოყენებისრეფლექსია ციფრული რესურსის სათაური:
,,რელიეფთან დაკავშირებული ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები
და თავდაცვის საშუალებები’’.
Cems mier
gamoyenebuli cifruli resursi emsaxureba erovnuli saswavlo gemis mixedviT
gaTvaliswinebul Semdegebsa da indikatorebs:
გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმები რელიეფწარმომქმნელ
პროცესებს.
· მსჯელობს რელიეფთან დაკავშირებულ
ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე;
·
განიხილავს
რელიეფის
ძირითად
ფორმებს
·
გამოთქვამს
ვარაუდს ბუნებრივ– კატასტროფული მოვლენებისაგან თავდაცვით ღონისძიების
შესახებ.
cifruli resursis gamoviyeneba damWirda me-7
klasSi Ria gakveTilis Casatareblad Tema: ,,liTsferos stiqiuri movlenebi”.
Cemi azriT ციფრული
ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესებიT სწავლება
მოსწავლეებს დაეხმარება წარმოსახვის,
შემოქმედებითი უნარების წახალისებაsa დa
საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
აღნიშმული მეთოდი დამეხმარა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების
მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ციფრული ტექნოლოგიებით
გამდიდრებული სასწავლო პროცესები მოსწავლეs უფრო მოტივირებულs xdis, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, amavdroulad გაკვეთილs xdis უფრო საინტერესოs. ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმასა და გაგებაში.
აღნიშნული გაკვეთილი
შეგიძლისთ იხილოთ მითითებულ მისამართზე: http://ekagogolazde.blogspot.com/p/blog-page_21.html
ამის გარდა კიდევ მაქვს შექმნილი სხვადასხვა სახის სასწავლო
რესურსი, რომლებიც განთავსებულია ჩემს პორტფოლიოში, კერძოდ:
1.
Power
Point პრეზენტაციები: http://ekagogolazde.blogspot.com/p/blog-page_10.html
2.
ვიდეო
კოლაჟი: http://chemi5klasi.blogspot.com/p/blog-page_13.html
ვაპირებ შემდეგში სასწავლო ელექტრონული რესურსის გამრავალფეროვნებას.
სსიპ თბილისის
N126 საჯარო სკოლა
გეოგრაფიის მასწავლებელი:ეკატერინე გოგოლაძე
Pპროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია
გეოგრაფიის
მასწავლებლად მუშაობის
10 წლიანი გამოცდილების
მიუხედავად, ხშირად
მიჩნდება კითხვები:
რა? როგორ?
როდის? და
ა.შ. რა ტიპის
აქტივობები შეიძლება
განვახორციელო მოსწავლეებთან?
როგორ შეიძლება
მათი დაინტერესება
და მათი
მოტივაციის ამაღლება?
როდის არის
უკეთესი ამა-თუ
იმ აქტივობის
განხორციელება? ამ
კითხვებზე პასუხები
დროის ცვლასთან
ერთად იცვლება,
ყოველი ახალი
სასწავლო წელი
ახალ გამოწვევების
წინაშე მაყენებს
და ვცდილობ
მეც ავუწყო
ფეხი თანამედროვეობის
მოთხოვნებს, რათა
ჩემი ცოდნა,
გამოცდილება და
პროფესიონალიზმი ემსახურებოდეს
ჩემი მოსწავლეების
ცოდნის დონის
ამაღლებას, თანამედროვეობის
მოთხოვნებს, ისტ
ტექნოლოგიების გამოყენებას
სასწავლო პროცესში,
შეესაბამებოდეს მასწავლებლის
პროფესიულ სტანდარტს:
თავი IV,
მუხლი11. თვითშეფასება და
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
მასწავლებელმა იცის, როგორ შეაფასოს
საკუთარი გამოცდილება, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა. ამ მიზნით:
ა)მასწავლებელს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი სამუშაო გამოცდილება და იზრუნოს მის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე;
გ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გასავითარებლად;
დ) მასწავლებელს შეუძლია გააანალიზოს პროფესიული ლიტერატურა და გამოიყენოს ის საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის.
მოსწავლეთა დაინტერესება შეუძლებელია მოძველებული
მეთოდებით, ამიტომაც მუდმივად ვზრუნავ საკუთარი პროფესიონალიზმის განვითარებაზე
და ვცდილობ ჩემს მიერ საგანმანათლებლო სივრცეში განხორციელებული აქტივობები შეესაბამებოდეს
ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს და მათი ცოდნის დონის ამაღლებაზე ზრუნვას. პროფესიული
განვითარების მიზნით გავლილი მაქვს სხვადასხვა სახის ტრენინგი, კერძოდ:
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ -კურსიები:
- „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო
პროცესში“.
- ,,აქტიური სწავლა და კრიტიკული აზროვნება“
- ,,ისწავლე დღეს, დასაქმდი ხვალ"
- ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება
,,ანიმოტოს" გამოყენებით
- ,,ვიდეო
როგორც სასწავლო რესურსი"
- ,,Edmodo –ვირტუალური საკლასო ოთახი"
- „Intel-პროექტებით სწავლება.“
ამ
ტრენინგების შესახებაც ინფორმაცია და დამადასტურებელი
სერტიფიკატები შეგიძლიათ იხილოთ ჩემს საგანმანათლებლო ბლოგზე-პორტფოლიოში, რომლის მისამართია: http://ekagogoladze04.blogspot.com/
პროფესიული განვითარების სქემაში
ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების განხორციელებულ გეგმაში ჩემს მიერ წარმოდგენილი
გავლილი
ტრენინგებიდან ერთ-ერთი ტრენინგი:
" სასწავლო პროექტები--Intel Teach
Program"-ის ტრენინგი, რომლის მიმდინარეობის შესახებ რეფლექსია და განხორციელებული
აქტივობები განთავსებული მაქვს ბლოგზე, იხ. ბმული: http://ekagogoladze04.blogspot.com/
აღნიშნული ტრენინგის
საჭიროება დავინახე მას შემდეგ, რაც შევნიშნე მოსწავლეთა დაინტერესება თანამედროვე
ტექნოლოგიებით და კლასის გარეთ ჩატარებული გაკვეთილების მიმართ, გადავწყვიტე გეოგრაფიის სწავლების პროცესში აქტიურად გამომეყენებინა პროექტები,
და მათი განხორციელებისას ერთ-ერთი წამყვანი
მიმართულება ყოფილიყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის საინტერესო intel-ის მიერ შემოთავაზებული
ტრენინგი:" სასწავლო პროექტები--Intel
Teach Program".
ტრენინგის მიმდინარეობისას გავეცანი უამრავ საგანმანათლებლო
რესურსს და მათ გამოყენებას სასწავლო პროცესში, გავეცანი მოსწავლეებთან თანამშრომლობის
ახლებურ მიდგომებს:
1) სასწავლო
ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას.
2) ინტერნეტის
გამოყენება სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად, მისი ადეკვატურად და პასუხისმგებლობით
გამოყენებას.
3) სასწავლო
ნიმუშების შექმნას, რომლის დროსაც საჭიროა ვუპასუხოთ მთავარი კითხვას: „როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები
ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობის და მოსწავლეთა სწავლის შეფასების
მიზნით.
4) დაგეგმვა
მოსწავლეთა წარმატებებისათვის. როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული
საჭიროებები, რათა ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად ჩამოყალიბდნენ.
5) ფასილიტაცია ტექნოლოგიებით: როგორ გავუწიო კლასს
ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესში.
6) სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, რომლის მთავარი
კითხვები იყო: როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად? როგორ
გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი?
ამ ტრენინგის გავლის შედეგად ყველა ზემოთ ჩამოთვლილ
და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხი გავეცი და ამის შედეგად შევქმენი ჩემი, როგორც მასწავლებლის
პორტფოლიო: http://ekagogolazde.blogspot.com/
რომლის საშუალებითაც,
შემიძლია ჩემი და ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები და განხორციელებული აქტივობები საჯარო
და ხელმისაწვდომი გავხადო ჩემი კოლეგების, მოსწავლეებისა და ნებისმიერი დაინტერესებული
პირისათვის.
მათ შეუძლიათ
გაეცნონ:
·
ჩემს მიერ გავლილი ტრენინგები და სერთიფიკატები: http://ekagogolazde.blogspot.com/p/blog-page_14.html
·
მოსწავლეებთან ჩატერებული
კონფერენციები:
·
სხვადასხვა
პრეექტებში და კონფერენციებში აქტიური მუშაობისთვის მიღებული მადლობის სიგელები: http://ekagogolazde.blogspot.com/p/blog-page_3054.html
·
მოსწავლეებთან
განხორციელებული პროექტები:
http://ekagogolazde.blogspot.com/p/blog-page_7548.html
·
ჩემი სადამრიგებლო კლასი:http://chemi5klasi.blogspot.com/p/blog-page_5.html
·
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილები:http://ekagogolazde.blogspot.com/p/blog-page_3054.html
·
სადამრიგებლო საათი:http://chemi5klasi.blogspot.com/p/blog-page_89.html
·
ჩემი სადამრიგებლო კლასის ექსკურსიების
ვიდეო-კოლაჟი: http://chemi5klasi.blogspot.com/p/blog-page_13.html
·
ჩემი კლასის ფოტი-გალერია:http://chemi5klasi.blogspot.com/p/blog-page_12.html
·
ინთელის ტერნინგის კურსი:http://ekagogolazde.blogspot.com/
პირადად მე, მიხარია სიახლის
შემოტანა საგანმანათლებლო
სისტემაში, ვსწავლობ
რათა უკეთ
ვასწავლო, სიახლე
სწავლებისას
იწვევს მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას
და სწავლის
ხარისხის გაუმჯობესებას,
Intel-ის
ტრენინგის გავლის
შემდეგ, მისგან
მიღებული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა
კლასში მოსწავლეებთან
ერთად დავგეგმეთ,
განვახორციელეთ და
ბლოგზე განვათავსეთ
არაერთი პროექტი,
რომელთა ნახვა
შესაძლებელია ბლოგზე: http://ekagogolazde.blogspot.com/p/blog-page_7548.html
ინტელის ტრენინგის გავლის შემდეგ სასწავლო
პროცესის დაგეგმვა და მართვის მიმართულებით განვახორციელეთ საგანმანათლებლო პროექტი:
,,ლითოსფეროს სტიქიური
მოვლენები“: https://drive.google.com/folderview?id=0B1SCNH7x-HPUSmcwaFAtUnROUWs&usp=sharing
ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროექტის მიმდინარეობაში, მათ ძალიან მოსწონთ
გეოგრაფიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება,
მათი მოტივაცია უფრო ამაღლებულია იმის გამო რომ, პროექტებში ისინი ახდენენ ერთმანეთთან კომუნიკაციას,
ურთიერთ თანამშრომლობენ, იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიის სხვადასხვა სახეობას, აუმჯობესებენ
ცოდნას ელექტრონული რესურსის შესაქმნელად და ქმნიან მათ, მოაწყეს კონფერენცია, სადაც
თვითონვე წარადგინეს თავის მიერ შექმნილი რესურსები და ისაუბრეს პროექტში
თავის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე , მოსწავლეთა ცოდნა გახდა უფრო მყარი,
რაც არის სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც
მქონდა მიზნად დასახული ჩემს მიერ წარმოდგენილ ტრენინგზე: " სასწავლო პროექტები--Intel Teach
Program"დასწრებისა
და მუშაობისას.
ვფიქრობ, ეს ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი,
როგორც მასწავლებლის პროფესიული ზრდისათვის,
და შესაბამისად ჩემი მოსწავლეების ცოდნის,
სწავლის ხარისხისა და მოტივაციის ამაღლებისათვისაც.
სსიპ თბილისის N126 საჯარო
სკოლა
გეოგრაფიის მასწავლებელი : ეკატერინე გოგოლაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий